ბოლივიის კონსტიტუცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბოლივია

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:
ბოლივიის
პოლიტიკა და მთავრობა



სხვა ქვეყნები · ატლასი
 პოლიტიკის პორტალი

ბოლივიის კონსტიტუციის (ესპ. Constitución Política del Estado de Bolivia) ამჟამინდელი ვერსია ქვეყნის ისტორიაში მე-17 კონსტიტუციას წარმოადგენს.[1] წინა ვერსიები მიღებულ იქნა 1826, 1831, 1834, 1839, 1843, 1851, 1861, 1868, 1871, 1878, 1880, 1938, 1945, 1947, 1961 და 1967 წლებში.

მიმდინარე კონსტიტუცია მოქმედებს 2009 წლის 7 თებერვლიდან, მას შემდეგ რაც ის საყოველთაო რეფერენდუმში, სადაც მოსახლეობის 90.24% მონაწილეობდა, 61.43%%-მა მოიწონა. [2]

2009 წლის კონსტიტუციის მიხედვით, ბოლივია მრავალეროვანი, უნიტარული, სეკულარული სახელმწიფოა და ოფიციალურად ეწოდება ბოლივიის მრავალეროვანი სახელმწიფო. კონსტიტუცია აკანონებს შერეულ ეკონომიკას, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო საკუთრებას. ამასთან, კერძო საკუთრებაში არ შეიძლება იყოს მიწის 5.000 ჰა-ზე მეტი. სცნობს ავტონომიებს, როგორც ლოკალურ, ისე დეპარტამენტების დონეზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Yahoo! News. (2009-02-08)Características de la nueva Constitución boliviana. წაკითხვის თარიღი: 12 de febrero de 2009.
  2. Corte Nacional Electoral. Referéndum Nacional Constituyente 2009. წაკითხვის თარიღი: 2009-02-09.