ბლუჩანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბლუჩანი, ხაზართა ხაკანის სპასალარი (VIII ს.) ქართველი მემატიანის ცნობით, დარუბანდიდან შემოჭრილმა ბლუჩანმა საქართველო დალაშქრა, ჯერ კახეთში შევიდა, შეიპყრო ქართლის ერისმთავარი ჯუანშერი და მისი და, სილამაზით განთქმული შუშანი, რომელიც ხაკანს ცოლად უნდოდა; შემდეგ თბილისი აიღო, ქართლი მოაოხრა და დარიალის გზით უკან გაბრუნდა. გზაში შუშანმა თავი მოიწამლა. ხალანმა ბლუჩანი სიკვდილით დასაჯა.

ლიტერატურა[რედაქტირება]