ბლეიკ ლაივლი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბლეიკ ლაივლი
Blake Lively 2011 Shankbone.JPG
დაბადების სახელი ბლეიკ კრისტინა ლაივლი
დაიბადა 25 აგვისტო, 1987 (1987-08-25) (ასაკი 24), ლოს-ანჯელესი,კალიფორნია, აშშ
საქმიანობა მსახიობი
მოდელი
შემოქმედების წლები 1998;2005 —დღემდე

ბლეიკ კრისტინა მისტერი (ინგლ. Blake Christina Lively; დ. 25 აგვისტო, 1987, ლოს–ანჯელესი,კალიფორნია,აშშ) — ამერიკელი მსახიობი და მოდელი.გოგონას ყველაზე დიდი პოპულარობა მოუტანა სერენა ვან დერ ვუდსენის როლმა სერიალ „ჭორიკანაში“.მან ასევე ითამაშა ფილმებში: „ჩაჭრილები“, „მოგზაური შარვლების კავშირი“, „პიპა ლის პირადი ცხოვრება“, „ქურდების ქალაქი“ და „მწვანე ლამპარი“.

სექციების სია

[რედაქტირება] ცხოვრების ადრეული წლები

ბლეიკ ლაივლი დაიბადა 1987 წლის 25 აგვისტოს ტარზანაში,კალიფორნიაში.მამა - მსახიობი ერნი ლაივლი, დედა - ნიჭიერების მოძიების მენეჯერი ელეინ ლაივლი. ბლეიკის ორი ძმა (ერიკი და ჯეისონი) და ორი და (ლორი და რობინი) ჰყავს, ყველანი მშობლების კვალს გაყვნენ და გასართობ ბიზნესში მოღვაწეობენ.[1]ბლეიკი გაიზარდა,როგორც სამხრეთელი ბაპტისტი.[2] ის ყველაზე პატარაა 5 და–ძმიდან.[3].

[რედაქტირება] კარიერა

ბლეიკმა სამსახიობო კარიერა დაიწყო 11 წლის ასაკში,1998 წელს,როდესაც ითამაშა ფილმში „Sandman“, რომელიც მისმა მამამ დააპროდიუსერა. ამის შემდეგ, ბლეიკი დაბრუნდა სასწავლად სკოლაში, მაგრამ 2004 წელს ისევ შეწყვიტა სწავლა ფილმის «მოგზაურ შარვლების კავშირში“ გადასაღებად. ბრიჯიტის როლის კასტინგისთვის ბლეიკიმ გაუგზავნა თავისი სურათი ნებისმიერი მონაცემის გარეშე, პროდიუსერებმა იფიქრეს, რომ ეს ხუმრობა იყო , მაგრამ როდესაც იგი მოვიდა მოსმენებზე, განაჩენი კარგად ჩანდა - იგი იმდენად შესაფერისი იყო ამ როლისთვის რომ დიდი შემოწმებები არც გაუვლია. ფილმში ბრიჯიტ ვრილენდის – მისი გმირის მამას თამაშობს მისი ნამდვილი მამა.

ამ ფილმის შემდეგ,მან ასევე ითამაშა ფილმებში „სიმონი ამბობს“, ჩაჭრილები“, „ელვისი და ანაბელი“, და ა.შ.ბლეიკისთვის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა სერენა ვან დერ ვუდსენის როლი სატელევიზიო სერიალში „ჭორიკანა“.

[რედაქტირება] ფილმოგრაფია

[რედაქტირება] ფილმები

წელი ფილმი როლი შენიშვნები
2005 მოგზაური შარვლების კავშირი ბრიჯიტ ვრილენდი
2006 ჩაჭრილები მონიკა მოურლენდი
2006 სიმონი ამბობს ჯენი
2007 ელვისი და ანაბელი ანაბელ ლეიჰი
2008 მოგზაური შარვლების კავშირი 2 ბრიჯიტ ვრილენდი
2009 ნიუ-იორკო მიყვარხარ გაბრიელ დიმარკო
2009 პიპა ლის პირადი ცხოვრება ახალგაზრდა პიპა ლი
2010 ქურდების ქალაქი კრისტა კაუგლინი
2011 მწვანე ლამპარი კეროლ ფერისი

[რედაქტირება] სერიალები

წელი სათაური როლი შენიშვნები
2007–დღემდე ჭორიკანა სერენა ვან დერ ვუდსენი მთავარი როლი

[რედაქტირება] სქოლიო

  1. Wood, Dana (2008-12). Blake Lively's After School Activities (p. 1). W. წაკითხვის თარიღი: 2009-11-15.
  2. "The Talk of The Town" Nylon (მაისი 2008) magazine
  3. Miller, Rebecca (2009-12). Blake Lively Grows Up. Marie Claire. წაკითხვის თარიღი: 2009-11-13.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე