ბიქტორ ნინიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბიქტორ ნინიძე (დ. 1890, ასკანა, ოზურგეთის მაზრა – გ. უცნობია) — ქართველი სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი (1918-1919).

დაამთავრა ექვსკლასიანი სკოლა. მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზაზე. ადრეული ასაკიდან შეუერთდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. რკინიგზის მუშათა შორის ეწეოდა აქტიურ პროპაგანდისტულ საქმიანობას. 1918 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიულმა მუშათა პარტიამ დაასახელა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. იყო ეროვნული საბჭოს საბიბლიოთეკო კომისიის წევრი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჩხაიძე ნ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 303.