ბილინგვა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
როზეტის ქვა ერთი და იმავე შინაარსის ეგვიპტური და ძველი ბერძნული ტექსტებით, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდა ეგვიპტური იეროგლიფების გაშიფვრა.

ბილინგვა (ბი... და ლათ. lingus — ენა) — ერთი და იმავე შინაარსის შემცველი ორენოვანი ტექსტი, შესრულებული უპირატესად მყარ მასალაზე (ქვა, თიხის ფირფიტა). ბილინგვის მნიშვნელობა დიდია არა მარტო წარწერაში დადასტურებული საინტერესო ისტორიული ცნობების მოწოდების მხრივ, არამედ რომელიმე უცნობი ენის ამოსაცნობად და დამწერლობის გასაშიფრავად. მეცნიერებას უდიდესი სამსახური გაუწია როზეტის ქვამ (ეგვიპტურ-ბერძნული ბილინგვა; ეგვიპტური ტექსტი შესრულებულია ორი — იეროგლიფური და დემოტიკური დამწერლობით. გაშიფრა ჟან-ფრანსუა შამპოლიონმა). სამ ენაზე შესრულებულ წარწერას ტრილინგვას უწოდებენ. მაგალითად, ბეჰისთუნის წარწერა (ძვ. სპარსულ-ელამურ-ბაბილონური).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]