ბესიკის მოედანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბესიკის მოედანი
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი

ბესიკის მოედანი — მოედანი თბილისში, მთაწმინდის რაიონში (მთაწმინდა). ბესიკის, ვახტანგ მოსიძის, კირილე უკლებასა და ვახტანგ კოტეტიშვილის ქუჩებს შორის. წარმოიქმნა XIX საუკუნის I ნახევარში. აღნიშნულია მიწისმზომელ ტოვარნიცკის მიერ შედგენილ ქალაქის 1933–1935 წლების გეგმაზე. 1923 წლამდე — დავითის, ერთ-ერთი ასურელი მამის სახელი ერქვა (ამ მოედნიდან მიდიოდა გზა მამადავითის ეკლესიისაკენ), შემდეგ ბესიკის სახელი ეწოდა. მოედნის ნაწილი ჯერ კიდევ 1900 წელს გადაკეთდა სკვერად. ძველად, მამადავითობის დროს, მოედანზე იმართებოდა სახალხო სეირნობა და ჭიდაობა. მოედნის ცენტრში დგას სულხან-საბა ორბელიანის ძეგლი (მოქანდაკე ტ. სიხარულიძე. არქიტექტორი ნ. ლასარეიშვილი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]