ბერნარდინო რამაცინი
|
ბერნარდინო რამაცინი |
||
|---|---|---|
|
||
| დაბადების თარიღი | 3 ნოემბერი, 1633 | |
| დაბადების ადგილი | კარპი, იტალია | |
| გარდაცვალების თარიღი | 5 ნოემბერი, 1714 | |
| გარდაცვალების ადგილი | პადუა, იტალია | |
| სამეცნიერო სფერო | მედიცინა | |
ბერნარდინო რამაცინი (იტალ. Bernardino Ramazzini; დ. 3 ნოემბერი, 1633 — გ. 5 ნოემბერი, 1714) — იტალიელი ექიმი. შრომის ჰიგიენის ფუძემდებელი. სწავლობდა ფერარისა და პარმის უნივერსიტეტებში. 1659 წელს მიენიჭა ექიმის წოდება. 1682-1700 წლებში სათავეში ედგა თეორიული მედიცინის კათედრას მოდენის უნივერსიტეტში, ხოლო 1700 წლიდან პრაქტიკული მედიცინის კათედრას პადუის უნივერსიტეტში. ამ პერიოდში უმეტესწილად დაკავდა ეპიდემიოლოგიის საკითხებით, მათ შორის მალარიის მკურნალობით. 1700 წლიდან არის პადუის უნივერსიტეტის პროფესორი მედიცინის დარგში. მის მთავარ შრომაში აღწერილია სხვადასხვა პროფესიის დაავადებები, მათ შორის მწერლების, მეცნიერების, ფარმაცევტების დაავადებები და ა.შ. რამაცინის სახელთანაა დაკავშირებული აგრეთვე სამედიცინო გეოგრაფიის საწყისები. რამაცინის სახელობისაა სხვადასხვა ჰიგიენური საზოგადოებები იტალიაში, აშშ-ში და სხვ. ქვეყნებში.
ბერნარდინო რამაცინი გარდაიცვალა 1714 წლის 5 ნოემბერს.
