ბენო ჰუვე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბენო ჰუვე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ბენო ჰუვე
დაბადების
თარიღი
9 მაისი, 1946 (1946-05-09) (77 წლის)
დაბადების
ადგილი
ენსხედე, ნიდერლანდები
სიმაღლე 180 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი, ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1964–1965 ენსხედე
1965–1973 ტვენტე 175 (5)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ბენო ჰუვე (ნიდერლ. Benno Huve; დ. 9 მაისი, 1946, ენსხედე, ნიდერლანდები) — ნიდერლანდელი ფეხბურთელი, მცველი. თამაშობდა ასევე, ნახევარმცველის პოზიციაზეც. იცავდა „ენსხედესა“ და „ტვენტეს“ ღირსებას.[1]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეხბურთის თამაში 1964 წელს, საფეხბურთო კლუბ „ენსხედეში“[კომ. 1] დაიწყო. 1965 წლიდან „ტვენტეს“[კომ. 2] რიგებშია. გუნდის შემადგენლობაში პირველად როტერდამის „სპარტას“ წინააღმდეგ გამართულ ნიდერლანდების უმაღლესი საფეხბურთო ლიგის — ერედივიზიის კალენდარულ მატჩში, 1966 წლის 13 მარტს გამოდის მოედანზე. შეხვედრა როტერდამელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4–0 მთავრდება.[2]

იმავე წელს „ტვენტეს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე კეს რაივერსი[კომ. 3] ინიშნება. ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ ბენო ჰუვე მალევე იმკვიდრებს გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილს. 1966–67 წლების საფეხბურთო სეზონზე[კომ. 4] „ტვენტეს“ მაისურით 25 შეხვედრას თამაშობს და ერთი ბურთი გააქვს.

1972 წლის 13 და 27 სექტემბერს მონაწილეობა მიიღო თბილისის „დინამოსა“ და „ტვენტეს“ შორის გამართულ უეფა-ს თასის გათამაშების 1/32 ფინალის ორივე შეხვედრაში. პირველი მატჩი თბილისში, „ლოკომოტივის“ სტადიონზე გაიმართა და „დინამოელთა“ გამარჯვებით, ანგარიშით 3–2[3][4][5] დასრულდა. ხოლო საპასუხო შეხვედრა, რომელიც ენსხედეს „დიკმანის“ სტადიონზე[კომ. 5][6] შედგა, მასპინძლებმა მოიგეს ანგარიშით 2–0[7] და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

ბენო ჰუვე ნიდერლანდების ეროვნული ჩემპიონატის ფარგლებში გამართულ თავის ბოლო ოფიციალურ შეხვედრას „ტვენტეს“ შემადგენლობაში 1973 წლის 22 აპრილს, ჰერტოგენბოსის „დენ ბოსხის“[კომ. 6] წინააღმდეგ ატარებს. ხოლო უკანასკნელად კლუბის ღირსებას უეფა-ს თასის გათამაშების ფარგლებში, იმავე წლის 22 აპრილს, მიონხენგლადბახის „ბორუსიასთან“ გამართულ ნახევარფინალურ შეხვედრაში იცავს.[8]

საკლუბო სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი კლუბი ლიგა ჩემპიონატი თასი ევროპა
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
1965–66 ნიდერლანდების დროშა ტვენტე ერედივიზია
2
0
0
0
0
0
1966–67 ნიდერლანდების დროშა ტვენტე ერედივიზია
25
1
1
0
0
0
1967–68 ნიდერლანდების დროშა ტვენტე ერედივიზია
31
0
5
1
0
0
1968–69 ნიდერლანდების დროშა ტვენტე ერედივიზია
32
1
3
0
0
0
1969–70 ნიდერლანდების დროშა ტვენტე ერედივიზია
23
1
3
0
0
0
1970–71 ნიდერლანდების დროშა ტვენტე ერედივიზია
34
1
1
0
8
0
1971–72 ნიდერლანდების დროშა ტვენტე ერედივიზია
19
1
1
0
0
0
1972–73 ნიდერლანდების დროშა ტვენტე ერედივიზია
9
0
1
0
5
1

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სპორტკლუბი ენსხედე (ნიდერლ. Sportclub Enschede) — ნიდერლანდური საფეხბურთო კლუბი ქალაქ ენსხედედან. ჩამოყალიბდა 1910 წლის 1 ივნისს.
  2. ტვენტე (ნიდერლ. FC Twente) — ნიდერლანდური საფეხბურთო კლუბი ქალაქ ენსხედედან. ჩამოყალიბდა ორი საფეხბურთო კლუბის „სპორტკლუბ ენსხედესა“ და „ენსხედე ბოიზის“ (ნიდერლ. Enschedese Boys) გაერთიანების შედეგად 1965 წლის 1 ივლისს.
  3. კეს რაივერსი (ნიდერლ. Cornelus Bernardus "Kees" Rijvers; დ. 27 მაისი, 1926, ბრედა) — ნიდერლანდელი ფეხბურთელი (1944–1963) და მწვრთნელი (1964–1995). 1966–1972 წლებში იყო საფეხბურთო კლუბ „ტვენტეს“ მთავარი მწვრთნელი.
  4. 1966 წლის 14 აგვისტოდან 1967 წლის 21 მაისამდე.
  5. დიკმან სტადიონი (ნიდერლ. Stadion het Diekman ან Diekman Stadion) — ქალაქ ენსხედეს საფეხბურთო სტადიონი. ფუნქციონირებდა 1956 წლის 8 აგვისტოდან 1998 წლის 22 აპრილამდე.
  6. დენ ბოსხი (ნიდერლ. FC Den Bosch) — ნიდერლანდური საფეხბურთო კლუბი ქალაქ ჰერტოგენბოსიდან. ჩამოყალიბდა 1965 წლის 18 აგვისტოს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Benno Huve// Birth date: 09-05-1946; Birth place: Enschede // დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 27 სექტემბერი, 2019. წაკითხვის თარიღი: 27 სექტემბერი, 2019.
  2. FC Twente 0–4 Sparta// 13 maart 1966. Stadion het Diekman, Enschede. Doelpunten: 0-1 (68՚) Theo Laseroms (Sparta); 0-2 (73՚), 0-3 (81՚), 0-4 (90՚) Charlie Bosveld (Sparta). // დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 27 სექტემბერი, 2019. წაკითხვის თარიღი: 27 სექტემბერი, 2019.
  3. გ. აკოფოვი, დ. კაკაბაძე — გზა თასისაკენ — 1981, p. 27.
  4. „დინამო“ (თბილისი) 3–2 „ტვენტე“ (ენსხედე)// უეფა-ს თასი 1972–1973, 1/32 ფინალი. თბილისი, „ლოკომოტივის“ სტადიონი. 13 სექტემბერი, 1972. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 12 აგვისტო, 2019. წყარო: fcdinamo.ge. წაკითხვის თარიღი: 27 სექტემბერი, 2019.
  5. «Динамо» (Тбилиси) 3–2 «Твенте» (Энсхеде, Нидерланды)დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 12 აგვისტო, 2019. წაკითხვის თარიღი: 27 სექტემბერი, 2019.
  6. Stadion het Diekman// Diekman Stadion was a multi-use stadium in Enschede, Netherlands. It was used mostly for football matches. The stadium was able to hold 13,500 people and opened in 1956. The stadium closed in 1998 when the Arke Stadion opened. // დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 27 სექტემბერი, 2019. წაკითხვის თარიღი: 27 სექტემბერი, 2019.
  7. Твенте» (Энсхеде, Нидерланды) 2–0 «Динамо» (Тбилиси)დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 27 სექტემბერი, 2019. წაკითხვის თარიღი: 27 სექტემბერი, 2019.
  8. FC Twente 1–2 Borussia Mönchengladbach// 25 april 1973. Stadion het Diekman, Enschede. Toeschouwers: 23 000. Doelpunten: 0-1 (12՚) Epy Drost (eigen doelpunt), 0-2 (26՚) Bernd Rupp (Borussia Mönchengladbach), 1-2 (81՚) René Notten. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 29 სექტემბერი, 2019. წაკითხვის თარიღი: 29 სექტემბერი, 2019.