ბეთლემის აღმართი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბეთლემის აღმართი
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
ისტორიული რაიონი კლდისუბანი
წინა სახელები ფეთხაინის I აღმართი, მეშადი აზიზბეკოვის აღმართი

ბეთლემის აღმართი — აღმართი თბილისში, მთაწმინდის რაიონში (კლდისუბანი); ლადო ასათიანის ქუჩიდან გომის ქუჩამდე. სახელი ეწოდა აქ მდებარე ბეთლემის (ფეთხაინის) მაცხოვრის შობის ეკლესიის გამო. თბილისის 1867 წლის გეგმაზე ეს მონაკვეთი აღნიშნულია ფეთხაინის I აღმართის სახელით. 1923 წელს დაერქვა მეშადი აზიზბეკოვის აღმართი, 40-იან წლებში კვლავ — ფეთხაინის აღმართი, 1990 წელს — ბეთლემის აღმართი.

ეკლესიის წინა ბაქნიდან იწყება კლდისუბნისთვის დამახასიათებელი კიბე-ქუჩა, რომელსაც თბილისელები ფეთხაინის კიბეს უწოდებენ. კიბის პროექტი 1850 წელს შეადგინა თბილისის საგუბერნიო არქიტექტორმა ტიმოთე ბელოიმ. ადრე ამ ტრასაზე მხოლოდ ბილიკი იყო გაჭრილი. პროექტის მიხედვით კიბეს მიუყვებოდა სვეტებზე მოწყობილი სახურავი. კიბეზე გამოდის საცხოვრებელ სახლებში შესასვლელები და პატარა შუკები. დაახლოებით მის შუაწელზე დგას მაცხოვრის შობის ეკლესია (ბეთლემის ქვედა ეკლესია), ყოფილი წმინდა სტეფანეს დედათა მონასტერი (XVIII საუკუნე). ეკლესია ძირფესვიანად არის განახლებული XIX საუკუნეში, რესტავრირებულია XX საუკუნის 90-იან წლებში. აღმართზე შემორჩენილია XIX საუკუნის საცხოვრებელი სახლები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]