ბეთელჰეიზე

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბეთელჰეიზე

ბეთელჰეიზე, α ორიონისა, ნახევრად წესიერი ცვალებადი ვარსკვლავი, რომლის ბრწყინვალება იცვლება 5,8 წ პერიოდით 0,3-იდან 1,2 ხილულ ვარსკვლავიერ სიდიდემდე. მზიდან მანძილი 83 პს. ბრწყინვალების ცვალებადობა გამოწვეულია ვარსკვლავის რადიალური პულსაციით. ბეთელჰეიზე დედამიწიდან დაშორებულია მიახლოებით 640 სინათლის წლით. იგი სიკაშკაშით მეორე ვარსკვლავია ორიონის თანავარსკვლავედში, ხოლო მეცხრე - ღამის ცაზე. ეს წითელი სუპერგიგანტი ვარსკვლავი, რომ მოვათავსოთ ჩვენი მზის სისტემის ცენტრში, მზის მაგივრად, მისი ზედაპირი მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის აღმოჩნდება და მთლიანად გადაფარავს მერკურს, ვენერას, დედამიწასა და მარსს. იგი მზეზე 1000-ჯერ დიდი და 50 000-ჯერ კაშკაშაა, მაგრამ მასით მხოლოდ 20-ჯერ აღემატება მას.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 2, გვ. 268, თბ., 1977

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე