ბეგქონდარა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბეგქონდარა
Thymian.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ლათინური სახელი
Thymus

ბეგქონდარა (Thymus), მცენარეთა გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. 5—50 სმ სიმაღლის ბუჩქბალახებია, იშვიათად — ბუჩქები. აქვს გართხმული ღერო და სწორმდგომი საყვავილე ყლორტები. თეთრი ან ვარდისფერი ყვავილები შეკრებილია თავაკისებრ ან თავთავისებრ ყვავილედად. შეიცავს 400-მდე სახეობას. გავრცელებულია ევროპაში. საქართველოში 17 სახეობაა გავრცელებული, მათგან 14 კავკასიის ენდემია, 2 კი - საქართველოში (Thymus ladjanuricus, Thymus tiflisiensis); გვხვდება უპირატესად სუბალპურსა და ალპურ, აგრეთვე მთის ქვედა და შუა სარტყელში. იზრდება მშრალ ადგილებში, ღორღიან ფერდობებზე და მინდვრებში, ტყეში დეკას ბუჩქების ახლოს, სილიან, კირიან და კაბჟანიან ნიადაგებზე. ბეგქონდარას მთიან ადგილებში ნიადაგდაცვითი მნიშვნელობა აქვს — იგი პირველი სახლდება გადარეცხილ ნიადაგსა და მოშიშვლებულ გრუნტზე. სურნელოვანი მცენარეა, შეიცავს ეთეროვან ზეთებს, რომლებსაც იყენებენ პარფიუმერიაში, კვების მრეწველობასა და მედიცინაში. სახეობათა უმრავლესობა დეკორატიულია.

ქიმიური შემადგენლობა[რედაქტირება]

ბექგონდარას ბალახი შეიცავს ეთერზეთს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ციმოლს და თიმოლს, რომლებიც გამოყოფენ სურნელოვან არომატს.

გამოყენება[რედაქტირება]

ბეგქონდარას იყენებენ როგორც ამოსახველებელ და ხველის დამამშვიდებელ საშუალებას მწვავე და ქრონიკული ბრონქიტისას, განსაკუთრებით თუ ხველამ მიიღო სპაზმოლიტური ხასიათი. ბეგქონდარა ავლენს კარგ დამამშვიდებელ მადეზინფიცირებელ მოქმედებას ჩირქოვანი ბრონქიტისა და ბრონქების გაფართოების დროს, გამოიყენება აგრეთვე ღვინის, საფენების, კომპრესების არომატიზირებისათვის. მცენარე ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, ხშირად სხვა სამკურნალო ბალახებთან ერთად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

იმერეთის სამკურნალო ფლორა

ლიტერატურა[რედაქტირება]