ბანკივური ქათამი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბანკივური ქათამი
Red junglefowl hm.jpg
ბანკივური ქათამი ♂ და ♀
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ლათინური სახელი
Gallus gallus
დაცვის სტატუსი

ბანკივური ქათამი (Gallus gallus), ფრინველი ქათმისებრთა ოჯახისა. ჩ.დარვინმა დაადგინა, რომ ბანკივური ქათამი შინაური ქათმის წინაპარია. მამლის წონა აღწევს 1250 გრამს, დედლისა - 750 გრამს. მამლის ზურგი მოწითალო-ოქროსფერია, მუცელი - მოშავო-მურა. დედალი მურაა. გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, ინდოჩინეთში, მალაის არქიპელაგის კუნძულებზე. ახალ გვინეაში, ფილიპინის, მარკიზის, ფიზისა და სხვა კუნძულებზე. ბანკივური ქათამი, როგორც ჩანს ადამიანს გადაუყვანია და შემდეგ გაველურებულა. ცხოვრობს ტყიანსა და ბუჩქნარიან ჯუნგლებში. ბუდობს მიწაზე, ხოლო ღამეს ატარებს ხეზე. იკვებება მარცვლოვნებით, მცენარეთა ნაყოფითა და პატარა უხერხემლო ცხოველებით. ბანკივური ქათამი მოშინაურებულია ინდოეთში დაახლოებით 3000 წლის წინათ ჩვენს ერამდე. აქედან შინაური ქათამი ევროპაში შეუყვანიათ ირანის გავლით.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 2, გვ. 193, თბ., 1977
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე