ბალტიკური ენები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ბალტიკური ენები, ინდოევროპულ ენათა ოჯახის დამოუკიდებელი ჯგუფი. მოიცავს ლატვიურს, ლიტვურს და აწ მკვდარ ძველ პრუსიულს. ბალტიკური ენების ჯგუფში ივარაუდება აგრეთვე რუსულ მატიანეებში მოხსენიებული გოლიადების, იატვიაგებისა და კურების (თუ კურონების) ენები. მკვლევართა დიდ ინტერესს იწვევს ბალტიკური ენების წარმომავლობისა და დანარჩენ ინდოევროპულ ენებთან, კერძოდ, სლავურ ენებთან (რომლებთანაც ბევრი რამ აქვს საერთო ლექსიკასა და გრამატიკაში) მიმართების საკითხი.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ბალტიკური ენების ეთნოლოგიური ანგარიში
- ბალტიკ ონლაინი ტეხასის უნივერისტეტი
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 2, გვ. 180, თბ., 1977