ბალტიისპირეთის ოპერაცია (1944)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბალტიისპირეთის ოპერაციადიდ სამამულო ომში (1941-1945) ბალტიისპირეთის, I, II, III ფრონტების და ბალტიის ფლოტის სტრატეგიული შეტევითი ოპერაცია 1944 წლის სექტემბერ-ოქტომბერში. 1944 წლის ივლის-აგვსტოში ბელორუსიის III და ბალტიისპირეთის I ფრონტების ჯარებმა გაათავისუფლეს ლატვიის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, ბალტიისპირეთის II და III ფრონტების ჯარებმა კი — ლატვიის და ესტონეთის ტერიტორიების ნაწილი. საბჭოთა ჯარების წინსვლის შეჩერების მიზნით ფაშისტთა სარდლობამ თავი მოუყარა 700 ათასამდე კაცს, 1200-ზე მეტ ტანკს, 7000-მდე ქვემეხს და ნაღმსატყორცნს, 400-მდე საბრძოლო თვითმფრინავს. სექტემბერ-ოქტომბერის სისხლისმღვრელ ბრძოლებში საბჭოთა არმიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა გერმანულ არმიათა ჯგუფი „ჩრდილოეთი“ და გაათავისუფლა ბალტიისპირეთის რესპუბლიკების ტერიტორია.

ლიტერატურა[რედაქტირება]