ბაკურციხის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბაკურციხის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი, დგას გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის დასავლეთ ნაწილში, ეგრედწოდებულ ზემო უბანში, ალექსანდრე ჭარელიშვილის ეზოში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია მსხვილი და საშუალო ზომის რიყის ქვითა და კირის დუღაბით. წყობა ირეგულარულია. ინტერიერი შელესილი, იგი ძლიერაა დაზიანებული. შემორჩენილია საკურთხევლის ნაწილი, დასავლეთ კედელი და გრძივი კედლების უმეტესი ნაწილი საძირკვლამდეა დანგრეული, საკურთხეველში უზარმაზარი ხეა ამოსული. ეკლესიას შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონდა. ნახევარწრიულ აფსიდში შემორჩენილია სარკმლის ქვედა ნაწილი. აფსიდის ჩრდილოეთ გვერდში ერთი ბრტყლად გადახურული სწორკუთხა ნიშაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]