ბაიყუში

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაიყუში

ბაიყუში, ჭაობის ბუ (Asio flammeus), ფრინველთა ბუსნაირთა (Strigiformes) რიგისა. მისი სხეულის სიგრძეა 35-42 სმ. გვხვდება ევრაზიაში, ჩრდილოეთ-დასავლეთ და სამხრეთ აფრიკაში, მადაგასკარზე, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული, მაგრამ მცირერიცხოვანია. ადგილობრივ პოპულაციას მიმოფრენის პერიოდში (გაზაფხული, შემოდგომა) უერთდებიან უფრო ჩრდილოეთით მობუდარი ინდივიდები. ბინადრობს ჭაობებში, ჭალებში, მდინარეთა ნაპირებზე და სხვა. ბუდეს იკეთებს მიწაზე . დედალი აპრილში დებს 3-5 (10-მდე) კვერცხს, რომელთა ინკუბაცია გრძელდება 1 თვემდე. იკვებება მღრღნელებითა და სხვა წვრილი ხერხემლიანებით, მწერებით. სასარგებლო ფრინველია.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ჟორდანია რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 337, თბ., 1997
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე