ახალ სკოლისაკენ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„ახალ სკოლისაკენ“ქართული პედაგოგიური ჟურნალი, საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარიატის ორგანო. გამოდიოდა 1924–1930 თებერვლამდე ჯერ ორ თვეში ერთხელ, შემდეგ - ყოველთვიურად. გამოცემას ხელმძღვანელობდა დიდი და მცირე (მ. ორახელაშვილი, ტ. ნიკოლაძე, გ. ნათაძე და გ. გეხტმანი) კოლეგია. ჟურნალი აშუქებდა საბჭოთა სკოლის მშენებლობის აქტუალურ საკითხეწბს. იბეჭდებოდა ნ. კრუპსკაოას, ა. ლუნაჩარსკის, ს. შაცკის ნაშრომები, ქართველი პედაგოგების სტატიები, ქვეყნდებოდა უცხოური პროგრესული პედაგოგთა თეორიისა და პრაქტიკის ამსახველი მასალები. ჟურნალის ტირაჟი – 3200 ეგზემპლარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]