ახალგაზრდა მონარქები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახალგაზრდა მონარქებიშვედური თინეიჯერული დრამა, სატელევიზიო სერიალი, რომელიც ჰილერსკაში, გამოგონილ ელიტარულ პანსიონში, ვითარდება.[1]

მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიალში ნაჩვენებია შვედეთის გამოგონილი პრინცის, ვილჰემისა და მისი თანაკლასელის, საიმონ ერიქსონის რომანი.

მსახიობები და პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ედვინ რაიდინგი, როგორც შვედეთის პრინცი ვილჰემი.[2]
  • ომარ რუდბერგი, როგორც საიმონ ერიქსონი.[2] სტიპენდიანტი, სარას ძმა და ვილჰემის სასიყვარულო ინტერესი.
  • მალტე გარდინგერი, როგორც არნას ავგუსტი, ვილჰემისა და ერიკის მეორე ბიძაშვილი, მესამე კურსის სტუდენტი.[3]
  • ფრიდა არჯენტო, როგორც სარა ერიქსონი, სტიპენდიანტი და საიმონის და,[2] რომელსაც აქვს სოციალური სირთულეები აუტიზმისა და ADHD-ის შედეგად.
  • ნიკიტა უგლა, როგორც ფელიჩე ერენკრონა,[2] პანსიონის სტუდენტი და "თანამედროვე თავადაზნაურობის" წევრი.

მეორე ხარისხოვანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ინტი ზამორა სობრადო აიუბის როლში, საიმონის მეგობარი ბჟარშტადიდან.
  • ბერი გერვაისი როშის როლში, საიმონის მეგობარი ბჟარშტადიდან.
  • პერნილა ავგუსტი, როგორც შვედეთის დედოფალი კრისტინა,[2] ვილჰემის და ერიკის დედა.
  • ივარ ფორსლინგი, როგორც პრინცი ერიკი, ვილჰელმის უფროსი ძმა.
  • კარმენ გლორია პერესი, ლინდას როლში, საიმონის და სარას დედა.
  • ლეონარდ ტერფელტი მიკის, საიმონის და სარას მამის როლში.
  • ანგელა ოლსონი მის ანეტ ლილიას როლში, ჰილერსკას დირექტორი.
  • ნატალი ვარლი მედისონ მაკკოის როლში, ფელისის მეგობარი და საერთაშორისო სტუდენტი ჰილერსკაში.
  • ფელისია ტრუდსონი სტელას როლში, ფელისის მეგობარი და სტუდენტი ჰილერსკაში.
  • მიმი ციონი ფრედრიკას როლში, ფელისის მეგობარი და სტუდენტი ჰილერსკაში.
  • ნილს ვეტერჰოლმი ვინსენტის როლში, ავგუსტის მეგობარი და ჰილერსკის სტუდენტი.
  • სამუელ ასტორი ნილსის როლში, ავგუსტის მეგობარი და ჰილერსკის სტუდენტი.
  • ფაბიან პენიე ჰენრის როლში, ავგუსტის მეგობარი და ჰილერსკის სტუდენტი.
  • უნო ელგერი ვალტერის როლში, ავგუსტის მეგობარი და ჰილერსკის სტუდენტი.

ეპიზოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეპიზოდი 1[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც შვედეთის პრინცის, ვილჰემის, წვეულებაზე მომხდარი ჩხუბის ვიდეო გამოქვეყნდა ინტერნეტში, მან ბოდიში უნდა მოიხადოს საზოგადოების წინაშე, სწორედ ამ დროს გაიგებს, რომ მისმა მშობლებმა ჩარიცხეს ჰილერსკაში, ქვეყნის ყველაზე პრესტიჟულ პანსიონში. მას ავალდებულებენ, რომ წავიდეს ჰილერსკაში. მიუხედავად იმისა, რომ მისი ძმა ერიკი მომავალი მეფეა, მაინც უწევს შეასრულოს თავისი, როგორც პრინცის ვალდებულებები. ვილჰემი პანსიონში ჩადის, სადაც მას მეორე ბიძაშვილი, ავგუსტი ხვდება. ისინი წავლენ სკოლის ეკლესიაში, სადაც ვილჰემი თავის ბავშვობის მეგობარს, ფელისს, ხვდება. ვილჰემი შეამჩნევს სოლისტს, საიმონს. ერთი დღის შემდეგ, ავგუსტი უთანხმდება საიმონს, წვეულებისთვის ალკოჰოლური სასმელის მოპოვების შესახებ, საიმონი თანახმაა იმ პირობით, თუ ის და მისი და, სარა, წვეულებაზე იქნებიან მიწვეულნი. წვეულებაზე ვილჰემი და საიმონი უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს.

ეპიზოდი 2[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავგუსტი ებრძვის ADHD-ის, ამიტომ ვინსენტმა ურჩია, სკოლის მრჩეველთან დაეწყო სიარული. იმის ნაცვლად, რომ მრჩევლის აზრი გაითვალისწინოს, ავგუსტი ცდილობს მეტი მედიკამენტების მოპოვებას და ამავდროულად საიმონის ვალის დაფარვას, ალკოჰოლის გამო. ის სარას დახმარებას სთხოვს, მაგრამ საიმონი ხელს უშლის, სანამ ისინი შეთანხმდებიან. საიმონი მათემატიკის გამოცდაზე ცუდი შედეგების მიღების შემდეგ იწყებს კერძო სწავლებას, მის მათემატიკის მასწავლებელთან. ვილჰემი უერთდება საიმონს ღამით, მისი მეგობარის როშის, ფეხბურთის თამაშის საყურებლად,ერთ-ერთ მომენტს საიმონი სოციალურ მედიაში აზიარებს. ჰილერსკაში დაბრუნების შემდეგ, ავგუსტი აფრთხილებს ვილჰემს, არ იმეგობროს ცუდ ადამიანებთან. ვილჰემი სთხოვს საიმონს ვიდეოს წაშლას. სკოლაში კინოღამის დროს, ვილჰემი და საიმონი ერთმანეთს კოცნიან.

ეპიზოდი 3[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰილერსკას პანსიონი, მშობელთა შაბათ-კვირას აწყობს. ავგუსტი დედისგან გაიგებს, რომ მათ არ შეუძლიათ სწავლის გადასახადის გადახდა და ვარაუდობენ, რომ მას მოუწევს რაღაცებზე უარის თქმა, მაგრამ ავგუსტი უარყოფს ამ იდეას. საიმონი დახმარებას სთხოვს მეგობრებს და ერთად უსწორდებიან ავგუსტს. საიმონი თავს ესხმის ავგუსტს და ავგუსტი აღიარებს, რომ მის ოჯახს კრიზისი აქვს, რის გამოც საიმონს ვერ გადაუხდის თანხას. შედეგად, სიმონის მეგობრები დისტანციას იჭერენ მისგან. ვილჰემი უარყოფს კოცნას, რომელიც მათ წინა ღამეს ჰქონდათ და სურს დარჩნენ ის და საიმონი მეგობრებად. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ აზრს იცვლის. ის ასევე სთავაზობს საიმონს ერთად გაატარონ დრო სკოლაში შაბათ-კვირას, მაგრამ იძულებულია შეცვალოს მათი შეხვედრის ადგილი, რადგან ავგუსტიც სკოლაში დარჩენას გადაწყვეტს. მოგვიანებით ვილჰემს დირექტორი იბარებს და დედოფალს ალაპარაკებს, რომელიც აცნობებს მას, რომ მისი ძმა,პრინცი ერიკი, ავტოკატასროფაში გარდაიცვალა.

ეპიზოდი 4[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერიკის დაკრძალვის ჩატარების შემდეგ, ვილჰემს გამოაცხადებენ მომავალ მეფედ. ჰილერსკაში დაბრუნებისას, ის სიტყვით გამოდის სტუდენტების წინაშე, ძმის მოსახსენიებლად. საიმონი ვილჰემს მისწერს და ვილჰემი სთხოვს, რომ აღარ მიწეროს მას. ავგუსტი ნელ-ნელა იწყებს სიმონის ფულის დაბრუნებას. ავგუსტი და ფელისი წყვილი ხდებიან და ურთიერთობა ავგუსტის ეჭვიანობის გამო ეძაბებათ. ვილჰემი დარდის გასაფანტად, ძალიან ბევრს სვავს. საიმონი გადაარჩენს მთვრალ ვილჰემს და ორივე ერთად გაატარებენ ღამეს, მაგრამ არ იციან, რომ ავგუსტმა მათ ვიდეო გადაუღო.

ეპიზოდი 5[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარა ღამეს ატარებს ფელისსთან და მედისონთან. მან ფელისს უთხრა მისი და ავგუსტის შეხვედრის შესახებ, რის შედეგადაც ფელისი ავგუსტს სოციალური მედიის საშუალებით შორდება. სარა ფელისსთან და მის მეგობრებთან ერთად ბევრ დროს ატარებს, რათა მოემზადონ მომავალი წმინდა ლუსის დღის აღსანიშნავად. გაბრაზებული ავგუსტი საპასუხოდ ავრცელებს ვილჰელმისა და საიმონის ვიდეოს, მაგრამ მოგვიანებით გაიგებს, რომ ვილჰემი დაეხმარა მას ფინანსური მდგომარეობის მოგვარებაში.

ეპიზოდი 6[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვილჰემმა არ იცის როგორ მოიქცეს ვიდეოს გავრცელების შემდეგ. დედოფალი სტუმრობს ვილჰემს და ეუბნება მას გააკეთოს განცხადება და უარყოს მისი ვიდეოში ყოფნა, რაც ვილჰელმს არ უნდა. საიმონის დედას სურს გამოიყვანოს ის და სარა ჰილერსკიდან და გაგზავნოს ისინი მარიბერგში, მომდევნო სასკოლო კურსისთვის, რასაც სარა ეწინააღმდეგება, რადგან მას სურს გახდეს ჰილერსკის რეზიდენტი. ვილჰემი აკეთებს განცხადებას, სადაც უარყოფს, მის ვიდეოში ყოფნას. ფელისი ხვდება, რომ ავგუსტმა გაავრცელა ვიდეო და ეუბნება ვილჰემს, რომელიც თავს მოტყუებულად გრძნობს. ვილჰემი ასევე ეუბნება დედოფალს, მაგრამ ის აცნობებს, რომ მან უკვე იცოდა. საშობაო ცერემონიის შემდეგ, ვილჰელმი ჩაეხუტება საიმონს და აღიარებს რომ ის უყვარს, მაგრამ საიმონი უპასუხოდ ტოვებს მას. ამ ყველაფერს ბევრი სტუდენტი ხედავს. ვილჰემი სადღესასწაულო არდადეგებზე სახლში მიემგზავრება.

წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაღებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიალი ძირითადად გადაიღეს Kaggeholms gård-ში, სტოკჰოლმის საგრაფოში მდებარე სასახლის სტილის შენობაში, რომლიც ძირითადად საკონფერენციო ცენტრად გამოიყენება. სამეფო სასახლეში მომხდარი სცენები გადაიღეს Stora Sundby-ს სასახლეში.[4][5] ექვს ეპიზოდიანი სერიალი შექმნეს ლიზა ამბიორნმა, ლარს ბეკუნგმა და კამილა ჰოლტერმა. პრემიერა შედგა Netflix-ზე 2021 წლის 1 ივლისს. 2021 წლის 22 სექტემბერს, დამტკიცდა მეორე სეზონი, რომლის გამოშვება იგეგმება 2022 წლის პირველ ნოემბერს. 2022 წლის თებერვალში Netflix-მა დაიწყო მეორე სეზონის გადაღება, რომელიც 2022 წლის მაისში დასრულდა.[6][7]

მსახიობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2021 წლის იანვარში, სერიალის გამოსვლის თარიღის გამოცხადებამდე დიდი ხნით ადრე, ედვინ რაიდინგი, პერნილა ავგუსტი, მალტე გარდინგერი, ფრიდა არჯენტო, ნიკიტა უგლა და ომარ რუდბერგი გამოცხადდნენ მთავარ როლებში, ხოლო ნატალი ვარლი, ფელიცია ტრუდსონი, მიმი სიონი, ინგელა ოლსონი, რენი მირო, ლივია მილჰაგენი და დევიდ ლენემანი გამოცხადდნენ, მეორე ხარისხოვან როლებში. რაიდინგმა პრინც ვილჰელმის როლი შეასრულა, ამერნილა ავგუსტმა კი დედის, შვედეთის დედოფალი კრისტინას როლი.[8] მოგვიანებით გამოცხადდა, რომ რუდბერგი ითამაშებდა საიმონს, პრინც ვილჰელმის სასიყვარულო ინტერესს.[9]

მარკეტინგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიალის ოფიციალური თიზერი გამოვიდა 2021 წლის 19 მაისს, ხოლო ოფიციალური თრეილერი 2021 წლის 17 ივნისს.[10][11]


შემოსავალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Young Royals-მა მიიღო კრიტიკოსების უარყოფა და დადებითი გამოხმაურება აუდიტორიის მხრიდან. მიმოხილვის აგრეგაციის ვებსაიტზე, Rotten Tomatoes-ზე, სერიალს აქვს 100%-ანი მოწონების რეიტინგი, ხუთი მიმოხილვის საფუძველზე, საშუალო რეიტინგი 8.3/10.[12] დევიდ ოპიმ, Digital Spy-დან შეაქო სერიალი, "მსახიობებისთვის, რომლებიც რეალურად იმ ასაკის გამოიყურებიან, რომელიც უნდა ეთამაშათ" და "ასახავს თინეიჯერულ ცხოვრებას ძალიან საჭირო ავთენტურობით". მან აღწერა სერიალი, როგორც "კლასიკური კონკიას ისტორიის განახლებული ვერსია" და დაასკვნა, რომ სერიალი "ყველას სჯობს, როდესაც საქმე ეხება ცენტრალურ რომანს, ვილჰელმსა და საიმონს შორის". ტელეკრიტიკოსი ფლორა კარი, Radio Times-იდან პირველი ორი ეპიზოდის მიმოხილვაში სერიალს "პროგნოზირებადი, მაგრამ გულწრფელი" უწოდა.


სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Opie, David. (5 July 2021) Young Royals season 2 on Netflix: Everything you need to know. ციტირების თარიღი: 11 July 2021
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Edvin Ryding, Omar Rudberg and Pernilla August Starring in the Swedish Coming of Age Series Young Royals. ციტირების თარიღი: 17 June 2021
  3. Young Royals (2021) / Characters. ციტირების თარიღი: 11 July 2021
  4. Carr, Flora. (24 June 2021) Where was Young Royals filmed? Locations for the Swedish Netflix drama. ციტირების თარიღი: 21 July 2022
  5. Rachel. (28 June 2021) Young Royals Filming Location – Netflix's LGBTQ Show's Real Location Details!. ციტირების თარიღი: 11 July 2021
  6. Young Royals has been renewed for Season 2 (22 September 2021). ციტირების თარიღი: 22 September 2021
  7. 'Young Royals' Season 2 Release Date Revealed Along With Its First 4 Minutes. moviesr.net (30 September 2022). ციტირების თარიღი: 1 October 2022
  8. Soen, Hayley. (28 January 2021) New Netflix series Young Royals is about a teen prince at a fancy boarding school. ციტირების თარიღი: 15 July 2021
  9. White, Beverly. (23 June 2020) Netflix Young Royals Full Cast List: Meet Edvin Ryding, Omar Rudberg and rest of the stars. ციტირების თარიღი: 15 July 2021
  10. Young Royals Official Teaser Netlifx (19 May 2020). ციტირების თარიღი: 15 July 2021
  11. Young Royals Official Trailer Netlifx (17 June 2020). ციტირების თარიღი: 15 July 2021
  12. Young Royals: Season 1. ციტირების თარიღი: October 15, 2022

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]