ახალგაზრდა თურქები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
„ახალგაზრდა თურქები“, „ერთიანობისა და პროგრესის“ პარტიის (თურქ. Ittihad ve Terraki Partisi ) წევრებისა და მათი მომხრეების ევროპაში გავრცელებული სახელწოდება (უწოდებდნენ აგრეთვე ითიჰადელებს). სახელწოდება „ახალგაზრდა თურქები“ შეიქმნა ევროპის პოლიტიკურ წრეებში გავრცელებულ სახელწოდებათა — „ახალგაზრდა გერმანელების“, „ახალგაზრდა უნგრელების“ და სხვათა ანალოგიით. თურქეთში დამკვიდრდა მხოლოდ ახალგაზრდა თურქების რევოლუციის 1908 წლის შემდეგ და იხმარებოდა როგორც თურქ. (Genc Türkler), ასევე ფრანგ.-თურქ. (Jön Türkler) ფორმით. ახალგაზრდა თურქები კონსტიტუციონალისტები იყვნენ და მიზნად ისახავდნენ სულთნის თვითმპყრობელური ხელისუფლების შეცვლას კონსტიტუციური წყობილებით.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- გიგინეიშვილი ო., ქსე, ტ. 2 , გვ. 80, თბ., 1977
სტატიის