აჭარის სახელმწიფო მუზეუმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აჭარის სახელმწიფო მუზეუმი
დაარსდა 1908
მდებარეობა ბათუმი, საქართველო
ექსპონატი 180 000
კლასიფიკაცია ისტორიული

აჭარის სახელმწიფო მუზეუმი – არის მუზეუმი ბათუმში, საქართველო. დაარსდა 1908 წელს.

მუზეუმში დაცულია ძვ. წ. XII – IX სს.-ის, აგრეთვე VII - IV სს.-ის უნიკალური არქეოლოგიური მასალები: ანტიკური პერიოდის ბერძნული შავლაკიანი კრატერი, გრავირებული ცულები, ბრინჯაოს ვერძი, გონიოს განძი - ინტალიო აფროდიტესა და ეროსის გამოსახულებით, I-II სს.-ს ოქროს ჭედური ფიალა, ბადროს მტყორცნელის ოქროს ფიგურა, ოქროს სარტყლის ფრაგმენტები, გულსაკიდები ჰელიოსისა და სტილიზებული გამოსახულებებით, სხვადასხვა მასალისგან დამზადებული მძივები, კილიტები, გულსაბნევი, საკულტო დანიშნულების სკულპტურები (ბრინჯაო), სკივრის მორთულობის ფრაგმენტი მუხის ფოთლებისა და ნაყოფის გამოსახულებით; აგრეთვე: ბუნების იშვიათი ძეგლები (მათ შორის 25 მლნ. წლის გაქვავებული ხე), XIX-XX სს-ის მიჯნის ეთნოგრაფიული, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ხელნაწერები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]