აჭარის ოკრუგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აჭარის ოკრუგი (რუს. Аджарский округ; 1878-1883) — რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. ადმინისტრაციული ცენტრი — სოფელი ქედა[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1878 წელს ბერლინის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, რუსეთის მიერ ოსმალეთის იმპერიისგან დაპყრობილ მიწებზე მოეწყო ადმინისტრაციული ერთეულები, მათ შორის ბათუმის ოლქი, რომლის შემადგენლობაშიც ართვინისა და ბათუმის ოკრუგებთან ერთად შედიოდა აჭარის ოკრუგიც. ოკრუგი შედგებოდა ზემო-აჭარის, ქვემო-აჭარის და მაჭახელის უბნებისაგან[2]. აჭარის ოკრუგის მოსახლეობა 1881 წლისთვის შეადგენდა 19859 კაცს, რომელთაგან ძირიადად ნაწილს მუსულმანი ქართველები იყვნენ[3].

1883 წლის 12 ივლისის დადგენილებით ბათუმის ოლქი გაუქმდა, ხოლო მასში შემავალი ართვინის, აჭარისა და ბათუმის ოკრუგები, ქუთაისის გუბერნიაში ორი ოკრუგის ართვინისა და ბათუმის ოკრუგების (აჭარის ოკრუგი შეუერთეს ბათუმის ოკრუგს) სახით შევიდა[4].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]