აშურიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აშურიანი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ღვთისმშობლის სახელობის მცირე ზომის ერთნავიანი ეკლესია. კასპის ჩრდილო-დასავლეთით 10 კმ-ზე — თეთრახევში. აგებულია 1032 წელს, ნაშენია აგურით და ქვით. ფასადები მარტივია, კამარა და სახურავი დაზიანებულია. კედლებზე იყო ორი წარწერა, რომელთაგან ამჟამად ერთი დაცულია გორის, ხოლო მეორე კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. გორის მუზეუმში დაცული წარწერა მოწმობს, რომ აშურიანი აუგია ეპისკოპოს ილარიონს, სამთავისის ცნობილი კათედრალის ხუროთმოძღვარს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]