აშოტ II

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აშოტ.

აშოტ II ერკათი (გ. 928) — სომხეთის მეფე ბაგრატუნების დინასტიისა. ებრძოდა არაბებსა მათ მომხრე სომეც ფეოდალებს. 921 წელს სევანის ტბასთან დაამარცხა არაბები და სომხეთის დიდი ნაწილი გაათავისუფლა. არაბების წინააღმდეგ ბრძოლის წარმატება მნიშვნელოვნად განაპირობა აშოტ II-ის მიერ ტაო-კლარჯეთის ქართულ სამეფოსთან დადებულმა პოლიტიკურმა კავშირმა. 922 წელს ხალიფა იძულებული გახდა აშოტ II შაჰინ-შაჰად, ე. ი. ყველა სომეხი მეფე-ფეოდალის სიუზერენად ეცნო. არაბთა წინააღმდეგ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და სიმტკიცისათვის აშოტ II-ს ერკათი (რკინა) უწოდეს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=აშოტ_II&oldid=2609456“-დან