აღმოსავლეთაზიური თაგვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აღმოსავლეთაზიური თაგვი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Apodemus peninsulae Thomas, 1907
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 1899

აღმოსავლეთაზიური თაგვი (ლათ. Apodemus peninsulae) — ძუძუმწოვარი ცხოველი თაგვისებრთა ოჯახისა.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი მაქსიმალური მასაა 50 . სხეულის სიგრძეა (კუდის გარეშე) 7,2—12,5 სმ, კუდის სიგრძე — 6,7—11,6 სმ. ზურგზე ბეწვი ჟანგისფერი-წითური-მურა აქვს, ხოლო მუცელზე თეთრი.

გავრცელება და ჰაბიტატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გავრცელებულია ციმბირის სამხრეთში და შორეულ აღმოსავლეთში, მათ შორის ჩრდილოეთ მონღოლეთში, ჩრდილო-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ჩინეთსა და კორეაში. ბინადრობს ტყეებში.

ცხოვრების სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცხოვრობს ხეების ჯირკვების ქვეშ ამოთხრილ სოროებში და წაქცეული ხეების ღეროებში. სოროში საბუდარი ადგილი მდებარეობს 25-45 სმ-ის სიღრმეზე. აქტიურია ღამით და შებინდებისას.

გამრავლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოსავლეთაზიური თაგვების გამრავლების სეზონი მიმდინარეობს წელიწადის თბილ თვეებში. ამ დროს მდედრი შობს 2-10 ნაშიერს.

კვება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძირითადად იკვებება სხვადასხვა თესლებით. გაზაფხულზე და ადრეულ ზაფხულში მცენარეთა მწვანე ნაწილებით, კენკროვნებითა და მწერებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Won, Byeong-o (원병오) (2004). 한국의 포유동물 (Hangugui poyudongmul, Mammals of Korea). Seoul: Dongbang Media. ISBN 89-8457-310-8.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]