აუსატრუარფიელაგიზი
აუსატრუარფიელაგიზი (ისლ. Ásatrúarfélagið, აუსატრუს საზოგადოება) არის ისლანდიური ნეოპაგანური რელიგიური ორგანიზაცია, რომლის მიზანია ნორვეგიული კერპთაყვანისმცემლობის განვითარების ხელის შეწყობა. დაარსდა 1972-ის ზაფხულის პირველ დღეს, 1973-დან დარეგისტრირდა ლეგალურ რელიგიურ ორგანიზაციად.
ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა ფერმერი და პოეტი სვეინბიორნ ბეინტეინსონი (Sveinbjörn Beinteinsson) 1972-დან მის გარდაცვალებამდე (1993). ამ ხნის განმავლობაში, მიმდევართა რიცხვი არ აღემატებოდა 100-ს. შემდეგი მაღალი ქურუმის, იორმუნდურ ინგი ჰანსენის (Jörmundur Ingi Hansen) დროს, მათმა რიცხვმა და აქტივობებმა იმატა, წარმართული დასამარხი მიწის დიზაინის ჩათვლით. ეს ტენდენციები გაგრძელდა უმაღლეს ქურუმ ჰილმარ ორნ ჰილმარსონის დროსაც (Hilmar Örn Hilmarsson; 2003 -). 2009-დან ორგანიზაციაში დარეგისტრირდა 1395 წევრი, მათგან 29% - ქალი.
აუსატრუარფიელაგიზს არ აქვს განსაზღვრული რელიგიური დოგმა ან თეოლოგია, მაგრამ მაღალი ქურუმები იხრებიან მრავალღმერთიან მსოფლმხედველობისკენ. მთავარი რიტუალი არის ბლოუტის (blót) ჯგუფური ზეიმი. მღვდლები (goðar) აგრეთვე ატარებენ სახელის დარქმევის რიტუალებს, ქორწილებსა და დამარხვებს. ორგანიზაციას პოლიტიკური მიზნებიც აქვს; ეწინააღმდეგებიან აბორტის უფლებასა და ნარკოტიკების თავისუფლებას, ემხრობიან ჰომოსექსუალთა ქორწინებას, ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფას და ძლიერ იცავენ გარემოს.
[რედაქტირება] მაღალი ქურუმები
| „Allsherjargoði“ | შეუერთდა | დატოვა |
| Sveinbjörn Beinteinsson | 1972 | 1993 |
| Jörmundur Ingi Hansen | 1994 | 2002 |
| Jónína Kristín Berg | 2002 | 2003 |
| Hilmar Örn Hilmarsson | 2003 |
[რედაქტირება] აგრეთვე იხილეთ
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- Ásatrúarfélagið ოფიციალური საიტი
- ინტერვიუ იორმურდურთან
- Video of pagan ceremony „ჰაუსბლოუთის“ ვიდეო, 2006.
- Asatru in Iceland (CityTV)
- http://www.mmedia.is/odsmal/
სტატიის