ატენის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ატენის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ვაკის რაიონი
უბანი ვაკე
წინა სახელები ატენის შესახვევი, ვასილ ხომსურიძის ქუჩა, კვლავ ატენი, გრიგოლ აბაშიძის ქუჩა

ატენის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ვაკის რაიონში (ვაკე). მდებარეობს ილია ჭავჭავაძის გამზირიდან ვერის ხეობამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 20-იან წლებში. 1925–1926 წლების ცნობათა წიგნში „მთელი ტფილისი“ შეტანილია ვაკის ახალი ქუჩების სიაში. თბილისის 1934 წლის გეგმაზე ატენის შესახვევის სახელითაა დატანილი ქუჩის ბოლო მონაკვეთი (ახლანდელი ქრისტეფორე არეშიძის ქუჩის პარალელური), შემდეგ ეწოდა თბილისის საბჭოს აღმასკომის პრეზიდიუმის წევრის ვასილ ხომასურიძის (1856–1948) სახელი. 1959 წლიდან — ისევ ატენის, 1996 წელს გრიგოლ აბაშიძის სახელი დაერქვა. 2001 წელს ისევ ატენის ქუჩა ეწოდა. ქუჩაზე მდებარეობს ბანკი „რესპუბლიკა, ჯგუფი სოსიეტე ჟენერალის“ შენობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]