ასუანი (მუჰაფაზა)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მუჰაფაზა
ასუანი
أسوان
|
ასუანი (არაბ. أسوان) არის ეგვიპტის 29 საგუბერნატოროდან ერთი. საგუბერნატორო მდებარეობს ეგვიპტის სამხრეთ ნაწილში . ასუანის ტერიტორია მოიცავს მდინარე ნილოსის აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროებს. პროვინციას ესაზღვრება 3 ეგვიპტიური საგუბერნატორო : ახალი ველი , წითელი ზღვა და ლუქსორი. პროვინციას სამხრეთიდან ესაზღვრება სუდანი.
ასუანის საგუბერნატოროში მდებარეობს ეგვიპტის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ადგილი აბუ სიმბალი. საგუბერნატოროს ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ასუანი. პროვინციის ფართობი შეადგენს 34 608 კმ²-ს . 2001 წლის მონაცემებით ასუანის მოსახლეობა 1 184 432 ადამიანია . პროვინციაში ყველაზე გავრცელებული ენებია არაბული და ნუბიური.
სექციების სია |
[რედაქტირება] ადმინისტრაციული დაყოფა
საგუბერნატორო იყოფა 5 ადმინისტრაციულ ერთეულად (რაიონად):
სხვა ქალაქები:
[რედაქტირება] ცნობილი ასუანელელები
- აბას ელ აქადი - მწერალი, ფილოსოფოსი
- მუჰამედ მუნირი - მომღერალი
[რედაქტირება] ინტერნეტ რესურსები
[რედაქტირება] ნახეთ ასევე
|
|||||||

