ასპუჭაკასებრნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ასპუჭაკასებრნი | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Sylviidae | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
ასპუჭაკასებრნი (Sylviidae), ფრინველების ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. აერთიანებს მომცრო მგალობელ ფრინველებს. უმეტესად აღმოსავლეთ ნახევარსფეროში გავრცელებული. ასპუჭაკასებრნი ბინადრობენ ტყეებსა და ბუჩქნარებში, ბუდეს აგებენ მიწაზე, ბუჩქზე, ლერწამსა და ხეზე. მეტწილად დებენ 5 კვერცხს, კრუხობის ხანგრძლივობა 11 - 12 დღეა. ცნობილია ასპუჭაკასებრნთა 386 სახეობა. საქართველოში გვხვდება 8 გვარი, რომელშიც შედის 19 სახეობა. ასპუჭაკას (Sylvia) გვარიდან აღსანიშნავია მიმინოსებრი (Sylvia nisoria) რუხი (Sylvia communis), შავთავა (Sylvia atricapilla) და ბაღის (Sylvia borin). ასპუჭაკა. იკვებებიან მწერებით. მავნე მწერების განადგურებით ასპუჭაკასებრნებს მეურნეობისათვის მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს.
ლიტერატურა[რედაქტირება]
- კუტუბიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 642, თბ., 1975 წელი.