არჩილ ჩოხელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არჩილ ჩოხელი (დ. 23 მაისი, 1971, სოფ. გალავანი, ახლანდ. მცხეთის მუნიციპალიტეტი, — გ. 1 სექტემბერი, 2012, სოფ. ლაფანყურის მიდამოები, თელავის მუნიციპალიტეტი) — ქართველი სპორტსმენი (სამბო, ძიუდო), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის მაიორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1997 წელს. იყო სამბოში მსოფლიოს თასის მფლობელი (1997) და მეორე პრიზიორი (1996), ევროპის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული (1998, შიაულიაი, ლიეტუვა, 68 კგ; 1998, შიაულიაი, ლიეტუვა, 68 კგ). ძიუდოში საქართველოს ჩემპიონი (1996, 71 კგ) და ვერცხლის მედლის მფლობელი (1997, 71 კგ). 2012 წელს დაინიშნა საქართველოს სამბისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად. ამავდროულად მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრში, ჰქონდა პოლიციის მაიორის წოდება. მონაწილეობდა ბრძოლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. დაიღუპა ლაფანყურის ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს 2012 წელს. დაჯილდოებულია ღირსების (1999) და ვახტანგ გორგასლის I ხარისხის (სიკვდილის შემდეგ, 2012) ორდენებით.[1]

ძირითადი შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისციპლინა ადგილმდებარეობა ტურნირი წონითი კატეგორია ადგილი
სამბო
შიაულიაი, ლიეტუვა
ევროპის ჩემპიონატი 2004 74 კგ 3rd
სამბო
შიაულიაი, ლიეტუვა
ევროპის ჩემპიონატი 1998 68 კგ 1st
სამბო
ბაქო, აზერბაიჯანი
ევროპის ჩემპიონატი 1997 -68 კგ 3rd
სამბო
შიაულიაი, ლიეტუვა
ევროპის ჩემპიონატი 1998 -68 კგ 1st
სამბო
კიშინიოვი, მოლდოვა
მსოფლიო ჩემპიონატი 2004 -74 კგ 2nd
სამბო
კუნეო, იტალია
ევროპის ჩემპიონატი 2002 -68 კგ 3rd
სამბო
ალბენა, ბულგარეთი
ევროპის ჩემპიონატი 2001 -68 კგ 2nd
სამბო
მადრიდი, ესპანეთი
ევროპის ჩემპიონატი 2000 -68 კგ 3rd
სამბო
სოფია, ბულგარეთი
ევროპის ჩემპიონატი 1999 -68 კგ 3rd
სამბო
პანევეჟისი, ლიეტუვა
ევროპის ჩემპიონატი 1994 -68 კგ 3rd
სამბო
პანამა
მსოფლიო ჩემპიონატი 2002 -68 კგ 3rd
სამბო
კიევი, უკრაინა
მსოფლიო ჩემპიონატი 2000 -68 კგ 3rd
სამბო
ხიხონი, ესპანეთი
მსოფლიო ჩემპიონატი 1999 -68 კგ 3rd
სამბო
კალინინგრადი, რუსეთი
მსოფლიო ჩემპიონატი 1998 -68 კგ 3rd
სამბო
თბილისი, საქართველო
მსოფლიო ჩემპიონატი 1997 -68 კგ 3rd
სამბო
ტოკიო, იაპონია
მსოფლიო ჩემპიონატი 1996 -68 კგ 3rd
სამბო
ნოვი-სადი, იუგოსლავია
მსოფლიო ჩემპიონატი 1994 -68 კგ 3rd
სამბო
მინსკი, ბელარუსი
მსოფლიო ჩემპიონატი 1992 -68 კგ 3rd

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]