არქი ჯგუფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არქი
ტიპი სამშენებლო კომპანია
დაფუძნდა 2006 წლის მაისი
დამაარსებელი ილია (ივლიანე) წულაია
სათავო ოფისი თბილისი, ყიფშიძის ქუჩა №15
პროდუქცია ინვესტიციების მართვა
უძრავი ქონების დეველოპმენტი
მარკეტინგი და გაყიდვები
იურიდიული და ფინანსური კონსულტაცია
მფლობელი ილია წულაია

არქი (არქი ჯგუფი) — საინვესტიციო კომპანია, რომელიც დაფუძნდა 2006 წლის მაისში. თავდაპირველად კომპანია დაკავებული იყო საინვესტიციო და საკონსულტაციო საქმიანობით, 2008 წლიდან კი აქტიურად შემოვიდა საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე; კომპანიას აქვს პარტნიორების ქსელი როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. უცხოელ პარტნიორებთან ერთად შექმნილი პარტნიორული ქსელის მეშვეობით, კომპანიის საქმიანობის არეალი საქართველოს საზღვრებს ცდება. 2018 წელს „არქი ჯგუფს“ ჩაუტარდა რებრენდინგი და დაერქვა „არქი“.

არქი ჯგუფი სამშენებლო პროექტებს თბილისის თითქმის ყველა უბანში ახორციელებს; დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში კი მიმდინარეობს მასშტაბური პროექტები, მათ შორის მრავალფუნქციური სახოვრებელი კომპლექსი არქი თაუერის მშენებლობა ჭავჭავაძის გამზირზე. არქი ჯგუფს განხორციელებული აქვს რამდენიმე მასშტაბური პროექტი. ეს არის კომპანია პარტნიორების ქსელით, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. დღესდღეობით, კომპანია რამდენიმე სამშენებლო პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა, „არქი თაუერი“ — მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი დიდ დიღომში, „სანსეტ კვარიათი“ — ელიტარული, სასტუმრო ტიპის აპარტამენტები კვარიათში, „სანსეტ შოვი“ — პირველი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო შოვში.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. არქი ჯგუფის შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-06-28. ციტირების თარიღი: 2014-03-03.