შინაარსზე გადასვლა

ჟან ნიკოლა არტიურ რემბო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან არტურ რემბო)
ჟან ნიკოლა არტიურ რემბო
დაბადების თარიღი 20 ოქტომბერი, 1854(1854-10-20)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14]
დაბადების ადგილი Charleville
გარდაცვალების თარიღი 10 ნოემბერი, 1891(1891-11-10)[1] [15] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] (37 წლის)
გარდაცვალების ადგილი მარსელი[16]
დასაფლავებულია Boutet Cemetery
საქმიანობა პოეტი[13] , იარაღით მოვაჭრე, მკვლევარი, world traveler[13] და სამხედრო[17] [18]
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა საფრანგეთი[19]
Magnum opus Le Bateau ivre, A Season in Hell და Illuminations
ჯილდოები კონკურ ჟენერალ[20]
მეუღლე
პარტნიორ(ებ)ი პოლ ვერლენი[21]
ხელმოწერა

ჟან ნიკოლა არტიურ რემბო (Jean Nicolas Arthur Rimbaud) (დ. 20 ოქტომბერი, 1854 — გ. 10 ნოემბერი, 1891) — ფრანგი პოეტი, სიმბოლისტი.

დაიბადა საშუალო შეძლების ოჯახში შარლვილში ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთში. სიყმაწვილეში ცელქი, თუმცა უაღრესად ნიჭიერი მოწაფე იყო. თხუთმეტი წლის ასაკში უამრავი პრიზი ჰქონდა მიღებული და მრავალი ლექსი და დიალოგი ჰქონდა დაწერილი ლათინურად. 1870 წელს მისი მასწავლებელი ჟორჟ იზამბარი რემბოს პირველი ლიტერატურული მენტორი ხდება, შედეგად მისი ლექსები ფრანგულად სწრაფად იხვეწება. რემბო ხშირად გარბოდა შინიდან და 1871 წელს მცირე ხნით პარიზის კომუნას შეუერთდა კიდეც, რაც შემდეგში მის პოემაში "L'Orgie parisienne ou Paris se repeuple" (პარიზული ორგია ან პარიზის რეპოპულაცია) აისახა. აქ სავარაუდოდ ის კომუნარმა ჯარისკაცებმა გააუპატიურეს (რაზეც გადაკვირთ მიანიშნებს ლექსში "Le Cœur supplicié" - "ტანჯული გული"). ამ პერიოდისთვის ის უკვე ანარქისტი ხდება, იწყებს ლოთობას და ბურჟუაზიულ თავყრილობებში დებოშებს აწყობს. 1871 წლის სექტემბრის ბოლოს ის პარიზში ბრუნდება განთქმული პარნასელი პოეტის, პოლ ვერლენის მოწვევით (ვერლენისთვის მისი რამდენიმე სანიმუშო ლექსის გაგზავნის შემდეგ), და მცირე ხნით მასთან სახლდება. ვერლენს ცისფერთვალება ჯიუტი ხასიათის ყმაწვილი მყისვე შეუყვარდება და წყვილი დეკადენტურ, აბსენთითა და ჰაშიშით გაჯერებულ, მომთაბარე ცხოვრებას მიჰყვება. მათი ამგვარი ცხოვრების სტილი ხშირად გამხდარა პარიზის ლიტერატურული ელიტის წრეში სკანდალების მიზეზი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რემბო აგრძელებს წერას განსაკუთრებულ, იმ დროისთვის სრულიად ახალ სტილში. რემბოს გამო ვერლენი ცოლსა და ახალშობილ შვილს ტოვებს და წყვილი 1872 წელს ლონდონში გადადის.

1873 წლის ივლისში რემბო პარიზში გამგზავრებას გეგმავს ვერლენის გარეშე, რის გამოც ეს უკანასკნელი ეჭვიანობის ნიადაგზე მას რევოლვერით დაჭრის. რემბო მსუბუქად იჭრება, თუმცა მოსამართლემ ვერლენს ორ-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. რემბო შინ, შარლევილში, ბრუნდება და ასრულებს შრომას პროზაულ ნაწარმოებზე "Une Saison en Enfer" (ერთი სეზონი ჯოჯოხეთში). ეს ნამუშევარი საყოველთაოდ აღიარებულ იქნა, როგორც თანამედროვე სიმბოლისტური მწერლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი. 1874 წელს რემბო ლონდონში ბრუნდება პოეტ ჟერმენ ნუვოსთან, სადაც ასრულებს მუშაობას მის ერთობ საკამათო წარმოსახვებზე, რომელშიც შევიდა მისი პირველი ორი ფრანგული ვერლიბრი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 RKDartists
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
  5. 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  6. 6.0 6.1 Find a Grave — 1996.
  7. 7.0 7.1 BD Gest'
  8. 8.0 8.1 NooSFere — 1999.
  9. 9.0 9.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  10. 10.0 10.1 GeneaStar
  11. 11.0 11.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  12. 12.0 12.1 Babelio — 2007.
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 The Fine Art Archive — 2003.
  14. 14.0 14.1 MEHI – Media Art Database
  15. Benezit Dictionary of ArtistsOUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
  16. Рембо Артюр // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  17. https://www.nationaalarchief.nl/onderzoeken/archief/2.10.50/invnr/188/file/NL-HaNA_2.10.50_188_0079
  18. https://www.nationaalarchief.nl/onderzoeken/archief/2.10.50.02/invnr/593/file/NL-HaNA_2.10.50.02_593_0063?eadID=2.10.50.02&unitID=593&query=
  19. LIBRISNational Library of Sweden, 2018.
  20. PalmarèsALCG, 2015.
  21. Пистолет, из которого был ранен Рембо, продан за 430 тысяч евро / под ред. BBC News — 2016.