არნიკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არნიკა
Arnica montana.JPG
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ოჯახი: რთულყვავილოვანნი
ლათინური სახელი
Arnica montana

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


არნიკა (ლათ. Arnica montana) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა. მრავლდება ველურად. ზოგიერთ ქვეყანაში ბუნების დაცვის მეთვალყურეობის ქვეშაა. არნიკა შეიცავს ეთეროვან ზეთებსა (0,1 %, პირველ რიგში, აზულენსა და თიმოლს) და გლიკოზიდებს (იზოკვერციტრინი) ყვავილში და რიზომაში, აგრეთვე, არნიკას ფლავონს, პრესორის ნივთიერებებს, ქოლინს, ტრიმეტილამინს, ბეტაინს, ქსანტოფილებს, ლუტეინს და სხვა კაროტინაოიდულ პიგმენტებს. აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიბიოტიკური და წნევის დამწვეი მოქმედება. გამოიყენება ნაყენებსა და მალამოებში. არნიკა შედის აგრეთვე, ჰომეოპათიური პრეპარატების შემადგენლობაში.

არნიკა კარგად ხარობს საკვებით ღარიბ მდელოებზე; ბუნებრივი მდელო შეიძლება გამოშდგეს წინამორებდად, თუ მათზე ძლიერი განოყიერება არ მომხდარა, იტანს მზესა და ძლიერ ნალექებს. გამოცდილების მიხედვით, არნიკა საკვები ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგზე ან მინერალური სასუქების შეტანაზე უაღრესად მგრძნობიარედ რეაგირებს. შეიძლება ფოთოლი დაიწვას ან მთელი მცენარე მოკვდეს. ამიტომ სასუქის საჭიროება არ არსებობს.

სელექციური ჯიშები არ არსებობს. გაღივების უნარი ხშირად არ აქვს. საჭიროა თესლის საკუთარი გამრავლების მიღწევა ან სათესლე მასალის ბუნებაში შეგროვება. უმრავლეს შემთხვევაში დარგვის შემდეგ მეორე წლიდან ყვავილის თავაკები მაისის ბოლოდან ივლისის ბოლომდე რეგულარულად იკრიფება. თესლი მომწიფებას იწყებს ივლისის შუა რიცხვებიდან. ჭიანაჭამი თავაკები გაშრობამდე უნდა გამოირჩეს. ბუნებრივი ან ხელოვნური შრობა მაქსიმუმ 42 °C ტემპერატურაზე მიმდინარეობს. თუ გაყიდვაში მოთხოვნილება სუფთა ყვავილზეა, მაშინ ყვავილის ჯამები გაშრობამდე უნდა გამოშრეს. გაშრობის პროპორცია შეადგენს 4–5:1–ს ყვავილებთან, ფესვებთან კი – 3:1. ფესვების ამოღება ხდება მიზნობრივად, ყვავილების მოპოვებიდან მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ. სავარაუდოა 30 კგ 100 მ2 მშრალი ფესვის, 5–8 კგ 100 მ2 ყვავილის თავაკების ან 3–5 კგ 100 მ2 სუფთა ყვავილის ფურცლის აღება.

გაყიდვაში არსებული Flores Arnicae c.c. mexicane arnicas სახეობა კი არ არის, არამედ Heterothea inoloides Cass-ი, რომლის ყვავილების თავაკები მექსიკაში, როგორც არნიკას, ისეთივე სამედიცინო გამოყენება აქვს, როგორც Arnica montana-ს. მოჰყავთ აგრეთვე Arnica chamissionis ssp. მას აღიარებენ იგივე ხარისხის სამკურნალო ნედლეულად (ყოფილ გდრ–ში, სსრკ–ში).