არმენ ტიგრანიანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არმენ ტიგრანის ძე ტიგრანიანი (დ. 14 დეკემბერი/26 დეკემბერი, 1879, ალექსანდროპოლი - გ. 10 თებერვალი, 1950, თბილისი) კომპოზიტორი, საგუნდო დირიჟორი, პედაგოგი. სომხეთის სსრ (1935) და საქართველოს სსრ (1936) ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

1902 წელს დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი (ფლეიტის კლასი), კომპოზიციაში მეცადინეობდა მ. ეკმალიანთან, შემდეგ მოღვაწეობდა ალექსანდროპოლში. 1913 წლიდან ცხოვრობდა თბილისში. იყო „სომხური მუსიკალური საზოგადოების“ წევრი (1912-1921, შემდეგში „სომხეთის ხელოვნების სახლი“). სომხური კლასიკური ოპერის „ანუშის“ ავტორი (1908-1912, III რედ. 1939). დაწერა აგრეთვე სასიმღერო დრამა „ლეილი და მაჯნუნი“ (1917), ისტორიულ-პატრიოტული ოპერა „დავით-ბეგი“ (1950) და სხვა ნაწარმოებები. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 9, გვ. 716, თბ., 1985