არზამასული ბატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არზამასული ბატიბატის ჯიში. გამოყვანილის XVII საუკუნეში არზამასის მაზრის (ახლანდ. ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის არზამასის რაიონი) გლეხების მიერ როგორც ძიძგილა ჯიში, XIX საუკუნიდან ცნობილია როგორც მეხორცული. მსხვილი ფრინველია, აქვს ფართო, მკვრივი, ჰორიზონტალურად დაყენებული ტანი. შეფერილობა უპირატესად თეთრია, გვხვდება რუხი და ჭრელი. ნისკარტის ფორმა ჩვეულებრივ სწორია; არის პოპულაციები კეხიანი ნისკარტითაც. მამლის ცოცხალი მასაა 7 კგ, დედლისა — 6 კგ. მეკვერცხულობა — 15–20 ცალი წელიწადში, საუკეთესოდ მოქცეული ბატი 40-მდეც დებს. კვერცხის მასაა 170–175 გრამი. მალმწიფადი ჯიშია, 7–8 თვის ასაკში ზრდასრულის მასას აღწევს. მის მოშენებას მისდევენ ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში, ჩუვაშეთსა და მორდვეთში.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. АРЗАМАССКИЕ ГУСИ // Большая российская энциклопедия. т. 2. — М., 2005. — стр. 207.