არაბულა[1][2] (ლათ.Arabis) — ერთ- და მრავალწლოვანმცენარეთაგვარიკომბოსტოსებრთა (ჯვაროსანთა) ოჯახისა. ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის კლდის მცენარეებია. მეყვავილეობაში კულტივირებულია ალპური (A. alpina) და კავკასიური არაბულა (A. caucasica) — მრავალწლოვანი მარადმწვანეეები, რომლებიც 20–30 სანტიმეტრის სიგრძის დაუფესვიანებელი სქლადშეფოთლილი ყლორტებითაა მოფენილი. ფოთლები მორუხო, დანაკვთილი და მომრგვალებულია. მოკლე მტევნებში სხედან თეთრი, ვარდისფერი, სურნელოვანი, მცირე ზომის ყვავილები. ყვავის აპრილიდან ივნისამდე, მსხმოიარობს ივლისში. მრავლდება თესლითა (ითესება გაზაფხულზე) და კალმით (ყვავილობის დასრულების შემდეგ). სინათლის მოყვარული და სიცივეგამძლეა, იყენებენ ალპინარიუმებში.