აპოთეციუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აპოთეციუმი ( ბერძ. apothēkion „საწყობი, საცავი“) — ზოგიერთი ჩანთიანი სოკოსა (დისკომიცეტები) და ლიქენების (დისკომიცეტური მღიერები) ღია ნაყოფსხეული. სპორებიანი შრე (ჰიმენიუმი) შედგება ჩანთებისა და პარაფიზებისაგან, რომლებიც სპორების მომწიფებისას ნაყოფსხეულის ზედაპირზეა განლაგებული. აპოთეციუმი მეტწილად ლამბაქის ფორმისაა, იშვიათად — ფიალის ან ქინძისთავისებრი, შეიძლება ჰქონდეს ქუდი და ფეხი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]