ანტონი მამო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანტონი მამო
ანტონი მამო
მალტის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 დეკემბერი 1974 – 26 დეკემბერი 1976
მემკვიდრეანტონ ბუტიჯიჩი

დაბადებული9 იანვარი 1909
ბირკირკარა მალტა
გარდაცვლილი1 მაისი 2008
მოსტა მალტა

ანტონი ჯოზეფ მამო (დ. 9 იანვარი, 1909, ბირკირკარა, მალტა — გ. 1 მაისი, 2008, მოსტა, მალტა) — მალტის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. პრეზიდენტი (1974–1976), მალტის უკანასკნელი გენერალ-გუბერნატორი (1971–1974).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტონი მამო დაიბადა ქალაქ ბირკირკარაში, ჯოზეფ მამოსა და კარლა ბრინკატის ოჯახში. განათლება მიიღო მალტის უნივერსიტეტში. 1934 წელს კი დაეუფლა სამართლის დოქტორის ხარისხს.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად იგი მცირე პროფესიულ პრაქტიკას გადიოდა. 1955–1971 წლებში კი იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. 1974 წელს, მალტის მიერ ბრიტანეთის ერთა თანამეგობრობის ფარგლებში რესპუბლიკად გამოცხადების შემდეგ არჩეულ იქნა ქვეყნის პირველ პრეზიდენტად.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაჯილდოებულია ბრიტანეთის იმპერიის ორდენით (1955 წელი) და მიღებული აქვს რაინდის წოდება (1957 წელი) .

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარდაიცვალა 99 წლის ასაკში 2008 წლის 1 მაისს. მას შემდეგ, რაც 2007 წლის 8 ივნისს გარდაიცვალა სომალის ექს-პრეზიდენტი ადენ აბდულა ოსმან დაარი გახდა მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ყოფილი პრეზიდენტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
მალტის პრეზიდენტი

19741976
შემდეგი:
ანტონ ბუტიჯიჩი