ანტონიო ბანდერასი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანტონიო ბანდერასი
Antonio Banderas.jpg
ანტონიო ბანდერასი 2010 წელს
დაბ. სახელი ხოსე ანტონიო დომინგეს ბანდერასი
დაბ. ადგილი მალაგა, ესპანეთი
დაბ. თარიღი 10 აგვისტო, 1960 (1960-08-10) (53 წლის)
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი, მომღერალი, მოცეკვავე
წლები 1982-დღემდე
მეუღლე(ები) ანა ლეზა 1987-1996
მელანი გრიფიტი 1996-დღემდე

ხოსე ანტონიო დომინგეს ბანდერასი (ესპ. José Antonio Domínguez Banderas; დ. 10 აგვისტო, 1960, მალაგა) — ესპანელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და მომღერალი. სამსახიობო კარიერა პედრო ალმოდოვარის ფილმებში შესრულებული როლებით დაიწყო, შემდეგ კი მოღვაწეობა ჰოლივუდში განაგრძო და ითამაშა 1990-იანი წლების ისეთ პოპულარულ ფილმებში, როგორებიცაა „ფილადელფია“, „ინტერვიუ ვამპირთან: ვამპირის ქრონიკები“, „დაქირავებული მკვლელები“, „ევიტა“, „ზოროს ნიღაბი“ და სხვა.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

წელი ქართულად ორიგინალური სახელწოდება როლი
1993 ფილადელფია Philadelphia მიგელ ალვარესი
1994 ინტერვიუ ვამპირთან: ვამპირის ქრონიკები Interview with the Vampire: The Vampire Chronicles არმანი
1996 ევიტა Evita ჩე
1998 ზოროს ნიღაბი The Mask of Zorro ზორო
1999 მეცამეტე მეომარი The 13th Warrior აჰმად იბნ ფალდანი
2002 ფრიდა Frida დევიდ ალფარო სიკერიოსი
2010 შენ შეხვდები მაღალ უცნაურ შავგრემანს You Will Meet a Tall Dark Stranger გრეგ კლიმენტი
2011 კანი, რომელშიც ვცხოვრობ La piel que habito რობერტ ლედგრადი
2013 მაჩეტე კლავს Machete Kills გრეგორი კორტეზი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]