ანტონია (მომღერალი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანტონია
Antonia Iacobescu.jpg
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ანტონია იაკობესკუ
დაბ. თარიღი 12 აპრილი, 1989 (1989-04-12) (25 წლის)
ბუქარესტი, რუმინეთი
წარმოშობა ბუქარესტი, რუმინეთი
ჟანრ(ებ)ი დანსი
ელექტრონიკა
ჰაუსი
საქმიანობა მომღერალი, მოდელი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა, პერკუსია
აქტიური 2000-დღემდე
ასოციაციები ტომ ბოქსერი
საიტი antoniaofficial.com

ანტონია (დ. 12 აპრილი, 1989, ბუქარესტი, რუმინეთი) — რუმინელი მომღერალი და მოდელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ცხოვრების ადრეული წლები[რედაქტირება]

ანტონია დაიბადა 1989 წლის 12 აპრილს, ბუქარესტში, რუმინეთში. როცა ის 5 წლის იყო, მისი ოჯახი საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. გაიზარდა იუტასა და ლას-ვეგასში, სადაც დაიწყო მოდელის კარიერა 10 წლის ასაკში და დაამთავრა სკოლა. 18 წლის ასაკში საცხოვრებლად რუმინეთში დაბრუნდა თავის ოჯახთან ერთად. შემდგომ, ანტონია შეხვდა პროდიუსერს, ტომ ბოქსერს, რომელმაც გზა გაუხსნა მას მუსიკალური კარიერისაკენ.

მუსიკალური კარიერა[რედაქტირება]

ანტონიამ 2009 წელს ჩაწერა სიმღერა „Morena“. ეკრანებზე გაშვების შემდეგ, სიმღერა პირველ ადგილზე მოექცა ბულგარეთში, პოლონეთსა და რუმინეთში, ტოპ ათეულში უნგრეთსა და ისრაელში.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

სინგლები
  • 2009 – Roses on Fire
  • 2010 – Morena
  • 2011 – Shake It Mamma
  • 2011 – Marionette
  • 2011 – Pleacă
  • 2012 – I Got You
  • 2012 – Jameia
  • 2013 – Marabou
  • 2013 – Summertime Affaire

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]