ანტიოქე IV ეპიფანე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ანტიოქე III ეპიფანე – სელევკიდების ელინისტური სახელმწიფოს – სირიის მეფე. ანტიოქე III-ის ძე. მეფობდა ძვ. წ. 175-64 წლებში. იზრდებოდა რომში, როგორც მძევალი. განათლება დაასრულა ათენში. იყო კარგი მხედართმთავარი და დიპლომატი, ცდილობდა აღმოსავლეთის ქვეყნების იძულებით ელინიზაციას. ძვ. წ. 170 და 168 წლებში შეიჭრა ეგვიპტეში, მაგრამ რომის ბრძანებით უკან დაიხია. იერუსალიმში იაჰვეს ტაძარი ზევსის ტაძრად გადააქცია, რამაც იუდეველთა აჯანყება გამოიწვია.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 490, თბ., 1975 წელი.