ანტიგონე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ანტიგონე (ბერძნ. Ἀντιγόνη) — ოიდიპოსისა და იოკასტეს ქალიშვილი, თავისი სურვილით გაჰყვა განდევნილ მამას კოლონოში. ოიდიპოსის სიკვდილის შემდეგ თებეში დაბრუნდა. ანტიგონემ თავისი ბიძის — კრეონტის აკრძალვის მიუხედავად დამარხა თავისი ძმა — პოლინიკი, რომელიც დასჯილი იყო იმით, რომ მკვდარი უნდა გდებულიყო ქუჩაში დაუმარხავი. ასეთი მოქმედებისათვის ანტიგონე ცოცხლად დაასაფლავეს. როცა ანტიგონეს სიკვდილი მისმა საქმრომ — მეფე კრეონტის ვაჟმა ჰემონმა გაიგო, მანაც თავი მოიკლა. ანტიგონეს სახე მამა-შვილური და დაძმური სიყვარულის, მოვალეობის შეგნებისა და სიმამაცის განსახიერებაა. ეს საუკეთესოდ აისახა სოფოკლეს ტრაგედიებში — „ოიდიპოსი კოლონუში“ და „ანტიგონე“. [1]
სქოლიო[რედაქტირება]
- ↑ ნოდარ გაფრინდაშვილი მითოლოგიური ლექსიკონი. გვ. 36 - თბილისი, „განათლება“, 1972.
| მითოლოგიის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მითოლოგიაზე. |