ანზორ ხერხაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანზორ ხერხაძე
დაბადების თარიღი 20 თებერვალი, 1937[1]
ქუთაისი
გარდაცვალების თარიღი 13 სექტემბერი, 2019 (82 წლის)
ქუთაისი
საქმიანობა მსახიობი

ანზორ ხერხაძე (დ. 20 თებერვალი, 1937, ქუთაისი ― გ. 13 სექტემბერი, 2019, იქვე) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1990), ღირსების ორდენის კავალერი (1997), ქუთაისის საპატიო მოქალაქე (2001)

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1962 წელს დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი და ამავე წლიდან ქუთაისის დრამატული თეატრის მსახიობია. ნათამაშები აქვს 200-ზე მეტი როლი. მისი შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: სოსოია (ნ. დუმბაძე „მე ვხედავ მზეს“, რეჟ. გ. ლორთქიფანიძე), ოსვალდი (იბსენი „მოჩვენებანი“, რეჟ. მ. იმედაძე), დათიკო (ი. ჭავჭავაძე „გლახის ნაამბობი“, რეჟ. აკ. ვასაძე), იეთიმ გურჯი (ო. მამფორია „იეთიმ გურჯი“, რეჟ. ი. მაცხონაშვილი), პლატონ კრეჩეტი (ა. კორნეიჩუკი „პლატონ კრეჩეტი“, რეჟ. ა. ტუმილოვიჩი), პორფირი (დ. კლდიაშვილი „ქამუშაძის გაჭირვება“, რეჟ. შ. კობიძე), მეფე გიორგი (კ. გამსახურდია „დიდოსტატის მარჯვენა“, რეჟ. გ. ქავთარაძე), ბატონი ამილკარი (ივჟამიაკი „ბატონი ამილკარი“, რეჟ. ე. ეგაძე), მირვანოზი (ი. სამსონაძე „აბეშურა-ფარნავაზიანთა უკანასკნელი დედოფალი“, რეჟ. ნ. ლორთქიფანიძე), აქტიორი (აკაკი „სამეფოო, ძველთა-ძველო“, რეჟ. ნ. ლორთქიფანიძე), გრენგოლმი (შ. დადიანი „გუშინდელნი“, რეჟ. გ. სიხარულიძე).

1980-1998 წლებში ანზორ ხერხაძე იყო საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარე. მას 6-ჯერ გადაეცა პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის. 2010 წელს ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის შენობის წინ გაიხსნა ანზორ ხერხაძის ვარსკვლავი. 2017 წელს მსახიობს მიენიჭა „ხელოვნების ქურუმის“ წოდება.

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ანზორ ხერხაძე მესხიშვილის თეატრის საიტზე
  2. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1980. N4. გვ. 24