ანდრუსოვოს დაზავება

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანდრუსოვოს დაზავების შედეგად რეჩ პოსპოლიტას ტერიტორიული დანაკარგები: სმოლენსკის ოლქი, ბრიანსკის ოლქი, კიევი და მარცხენა ნაპირის უკრაინა გადავიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში.

ანდრუსოვოს დაზავება — ზავი, დაიდო რუსეთსა და რეჩ პოსპოლიტას შორის, რომელმაც დაასრულა 1654-1667 წლების რუსეთ-პოლონეთის ომის აქტიური ფაზა თანამედროვე უკრაინისა და ბელარუსის ტერიტორიაზე. სახელწოდება მიიღო სოფელ ანდრუსოვოსაგან, სადაც ხელი მოეწერა შეთანხმებას.

დაზავებას ხელი მოაწერეს 1667 წლის 9 თებერვალს (ძვ. სტილით 30 იანვარს) რუსეთის მხრიდან ათანასე ორდინ-ნაშჩოკინმა და რეჩ პოსპოლიტას მხრიდან – ეჟი გლებოვიჩმა.

დაზავების თანახმად რეჩ პოსპოლიტამ რუსეთს დაუთმო სმოლენსკის ოლქი, ჩერნიგოვის სავოევოდო, ბრიანსკის ოლქი, კიევი და მარცხენა ნაპირის უკრაინა. რუსეთმა თავის მხრივ უარი განაცხადა ლიტვის დაპყრობაზე. მარჯვენა ნაპირის უკრაინა და ბელარუსია დარჩა რეჩ პოსპოლიტას კონტროლის ქვეშ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]