ანდრე მორუა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ანდრეა მორუა)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანდრე მორუა
დაბ. თარიღი 26 ივლისი, 1885
დაბ. ადგილი ელბევი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი 9 ოქტომბერი, 1967
საქმიანობა რომანტიკოსი, ნოველისტი, ესეისტი, ისტორიკოსი
ეროვნება ფრანგი

ანდრე მორუა (ემილ ერცოგი) (ფრან. André Maurois; დ. 26 ივლისი, 1885 – გ. 9 ოქტომბერი, 1967) იყო ფრანგი მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ანდრე მორუა დაიბადა 1885 წელს ელბევში (ელზასი), მდიდარ ბურჟუაზიულ ოჯახში. დაამთავრა რუანის ლიცეუმი, სადაც მისი მასწავლებელი იყო ცნობილი ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი ალენი. ფილოსოფიური განათლების მიღების შემდეგ ათი წლის განმავლობაში მამის დიდ ინდუსტრიულ ქარხანას ედგა სათავეში.

ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო პირველი მსოფლიო ომის დროს. პირველ რომანს "პოლკოვნიკ ბრამბლის სიჩუმე" წარმატება ხვდა წილად; მორუამ თავი დაანება ქარხანას და მწერლობა დაიწყო. მისი ლიტერატურული შემოქმედება დიდია და მრავალფეროვანი. რომანებიდან ცნობილია: "არც ანგელოზი, არც მხეცი", "ბერნარ კენე", "ოჯახური წრე", "ბედნიერების ინსტიქტი". მორუას რომანებში ღრმა ფსიქოლოგიური ანალიზითა და თავდაჭერილი ირონიით მოცემულია მდიდარი ბურჟუაზიული საზოგადოების ცხოვრება, მიზნები, ხასიათები და ცხოვრების წესი. ნოველათა კრებულებიდან აღსანიშნავია: "მოულოდნელი ყოველთვის სრულდება"", "საშინელი სამყარო".

მორუას შემოქმედებიდან ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს რომანის სახით დაწერილი გამოჩენილ ადამიანთა ბიოგრაფიები. ზუსტი დოკუმენტაციის საფუძველზე მორუა იკვლევდა გამოჩენილ ადამიანთა ფსიქოლოგიას, შინაგან წვას და შემოქმედებით პროცესს. ასეთებია: "არიელი, ანუ შელის ცხოვრება", "ბაირონი"', "ვოლტერი", "პრუსტი", "ლელია, ანუ ჟორჟ სადნის ცხოვრება", "პრომეთე, ანუ ბალზაკის ცხოვრება", "ალექსანდრე ფლემინგის ცხოვრება" და სხვა.

მორუა ავტორია დიდი და საინტერესო ისტორიული შრომებისა: "ინგლისის ისტორია", "ამერიკის ისტორია", "საფრანგეთის ისტორია", "ამერიკისა და საბჭოთა კავშირის პარალელური ისტორია (მორუა ავტორია ამერიკის ისტორიის ნაწილის, სსრკ–ს კი – ლუი არაგონი)

1928 წელს მორუა საფრანგეთის აკადემიის წევრი გახდა.

ანდრე მორუა გარდაიცვალა 1967 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ფრანგული ნოველა ორ ტომად – ტომი II;გამომც. საბჭოთა საქართველო, 1976; გვ: 544–545

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]