ანდერს ბერინგ ბრეივიკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანდერს ბრეივიკი
ნამდვილი სახელი ანდერს ბერინგ ბრეივიკი
დაბ. თარიღი 13 თებერვალი 1979
დაბ. ადგილი ოსლო, ნორვეგია[1]
მოქალაქეობა ნორვეგიის დროშა ნორვეგია
საცხოვრებელი ოსლო, ნორვეგია
ეროვნება ნორვეგიელი
მამა იენს ბრეივიკი
დედა ვენკე ბერინგი
მკვლელობები
მსხვერპლის რაოდენობა 77
დაჭრილთა რაოდენობა 151
განაჩენი თავისუფლების აღკვეთა 21 წლით, ვადის შესაძლო გაგრძელებით
მკვლელობების არეალი უტოია, ოსლო, ნორვეგია
მკვლელობის მეთოდი ბომბის აფეთქება, დახვრეტა
იარაღი Ruger Mini-14, Glock-34, დანაღმული მანქანა
დაპატიმრების თარიღი 22 ივლისი 2011

ანდერს ბერინგ ბრეივიკი (ნორვ. Anders Behring Breivik; დ. 17 თებერვალი, 1979) — ნორვეგიელი ტერორისტი, [2] ფუნდამენტალისტი პროტესტანტი [3], 2011 წლის 22 ივლისს, ოსლოს სამთავრობო კვარტალში [4]მოწყობილი აფეთქებისა და ნორვეგიის შრომის პარტიის ახალგაზრდულ ბანაკზე განხორციელებული თავდასხმის მთავარი ორგანიზატორი და შემსრულებელი[5]. მის მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტების შედეგად დაიჭრა 151, ხოლო გარდაიცვალა 77 ადამიანი, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე.[6]ნორვეგიის სასამართლოს 2012 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით ანდერს ბერინგ ბრეივიკს მიესაჯა 21 წლით თავისუფლების აღკვეთა, ვადის გაზრდის შესაძლებლობით.[7]

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ანდერს ბერინგ ბრეივიკი დაიბადა 1979 წლის 13 თებერვალს,დიპლომატის, კერძოდ ლონდონში ნორვეგიის საელჩოს ეკონომისტის, იენს ბრეივიკისა და მედდის, ვენკე ბერინგის ოჯახში[8] ახლადშეუღლებული წყვილი მალევე, 1980 წელს დაშორდა ერთმანეთს, როცა ანდერსი ერთი წლის იყო. განქორწინების შემდეგ, ვენკე ბერინგი შვილთან ერთად საცხოვრებლად ნორვეგიაში გადავიდა. ანდერს ბრეივიკს, მამის მხრიდან, ჰყავს ორი ნახევარძმა და ერთი ნახევარდა, ხოლო დედის მხრიდან ნახევარდა. იგი იზრდებოდა დედასთან, ოსლოს დასავლეთით, მდიდარ რაიონში, სკოიენში. მოგვიანებით ვენკე ბერინგი ცოლად გაჰყვა ნორვეგიის არმიის მაიორს, ტურე ლარსენს.

მამას, ბრეივიკ უმცროსი ზაფხულობით პარიზში ნახულობდა, სადაც იენს ბრეივიკი დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდა. 1994 წელს, 15 წლის ყმაწვილ ანდერს ბრეივიკს მამასთან დაპირისპირება მოუვიდა და მას შემდეგ ისინი აღარ შეხვედრილან. როგორც ცნობილია ანდერს ბრეივიკის დედ-მამა იმავე პარტიის, ნორვეგიის შრომის პარტიის, მხარდამჭერები იყვნენ, რომლის ახალგაზრდულ ბანაკზე მან თავდასხმა განახორციელა.

მამამ, იენს ბრეივიკმა როცა ინტერნეტით შეიტყო მის ნამოქმედარზე, შვილზე უარი თქვა და ანდერს ბრეივიკს ურჩია სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს. ამჟამად ბრეივიკის სამი და და დედა ცხოვრობენ კონსპირაციულ ბინებში, სპეციალური დაცვის სამსახურების მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან ძალზედ დიდია ტერაქტის შედეგად დაზარალებული ოჯახების მხრიდან აგრესიის საფრთხე.

სწავლობდა სმესტადის დაწყებით სკოლაში (ნორვ. Smestad skole), რისის საშუალო სკოლაში (ნორვ. Ris skole), სრული ზოგადი განათლება კი ჰართვიგ ნისენის (ნორვ. Hartvig Nissen skole) სკოლაში მიიღო. უმაღლეს განათლებას ინტერნეტით ეუფლებოდა, ნორვეგიის მენეჯმენტის სკოლაში. 1999 – 2003 წლებში ანდერს ბრეივიკი მუშაობდა საკომუნიკაციო კომპანია Telia-ს ქოლ ცენტრში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Dagens navn [დღევანდელი სახელები] (15 თებერვალი, 1979), გვ. 10. «Aker hospital, Oslo, 13. February 1979. A boy. Name of parents. ნორვ. : (Aker sykehus, 13. ds.: En gutt. Wenche og Jens Breivik)».
  2. ანდერს ბრეივიკის მოკლე ბიოგრაფია
  3. Posed as policeman
  4. Norway attacks
  5. თავდასხმაში ეჭვმიტანილი ვინმე ანდრეს ბერინგ ბრეივიკია
  6. ბრეივიკის გამო, პოლიციის კომისარმა ბოდიში მოიხადა
  7. ბრეივიკს 21 წელი მიუსაჯეს
  8. .Anders Behring Breivik biography