2011 წლის ტერაქტები ნორვეგიაში

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხედი შენობაზე აფეთქების შემდეგ

2011 წლის ტერაქტები ნორვეგიაში — ორი ტერორისტული აქტი, რომელიც განხორციელდა ნორვეგიაში, 2011 წლის 22 ივლისს. პირველი იყო ავტომანქანაში დამონტაჟებული ყუმბარის აფეთქება ოსლოს სამთავრობო რაიონში, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იენს შტოლტენბერგის ოფისთან. [1] აფეთქებას ემსხპერპლა რვა ადამიანი, რამდენიმე დაშავდა (ათი პიროვნება - განსაკუთრებულად მძიმედ).

მეორე თავდასხმა განხორციელდა ორი საათის შემდეგ. ამჯერად სამიზნე იყო ახალგაზრდული ბანაკი, რომელიც ეკუთვნის ნორვეგიის ლეიბორისტული პარტიის მუშათა ახალგაზრდულ ლიგას და მდებარეობს უტეიას კუნძულზე. პოლიციელად გადაცმულმა შეიარაღებულმა პიროვნებამ ცეცხლი გაუხსნა დამსვენებლებ და მოკლა 68 ადამიანი[2][3][4], მათ შორის - პრემიერ-მინისტრის ახლო მეგობრები და ნორვეგიის პრინცესა მეტე-მარიტის ძმა.[5]

ნორვეგიის პოლიციის მიერ დაპატიმრებული იქნა ანდერს ბერინგ ბრეივიკი, 32 წლის ნორვეგიელი მემარჯვენე ექსტრემისტი[6] . მას წაუყენეს ბრალდება უტეიაზე მომხდარი მოვლენების[7], მოგვიანებით კი - ოსლოში მომხდარი აფეთქების გამო. [8] ევროპის კავშირის, ნატოსა და რამდენიმე ქვეყნის მიერ გამოხატული იქნა მხარდაჭერა ნორვეგიის მიერთ და დაგმობილი იქნა ეს მოვლენები.

2012 წლის 24 აგვისტოს, ანდრეს ბრეივიკს სასამართლომ 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Beaumont, Peter. “Norway attacks suggest political motive“, 22 July 2011. წაკითხვის თარიღი: 22 July 2011. 
  2. Savage Terror Attacks“, 23 July 2011. წაკითხვის თარიღი: 23 July 2011. „...at Least 87 Dead“ 
  3. Birnbaum, Michael. “At Least 80 Are Dead in Norway Shooting“, 22 July 2011. წაკითხვის თარიღი: 23 July 2011. 
  4. Norway attacks: At least 87 dead in shootings at youth conference, Oslo explosion“, 22 July 2011. წაკითხვის თარიღი: 23 July 2011. 
  5. Norway killings: Princess's brother Trond Berntsen among dead“. 
  6. Man held after Norway attacks right-wing extremist: report“, Reuters, 22 July 2011. წაკითხვის თარიღი: 22 July 2011. 
  7. Storberget: - Den pågrepne er norsk“, 22 July 2011. წაკითხვის თარიღი: 22 July 2011. (Norwegian) 
  8. Scores killed in Norway attack“, BBC, 23 July 2011. წაკითხვის თარიღი: 23 July 2011. „We have no more information than... what has been found on [his] own websites, which is that it goes towards the right and that it is, so to speak, Christian fundamentalist.“ 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.