ანა დონატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანა დონატი

დონატი 2019 წელს
დაბადების თარიღი

6 აპრილი, 1987 (37 წლის),

ბუდაპეშტი, უნგრეთი
ალმა-მატერი

ამსტერდამის უნივერსიტეტი,

ლორანდ ეოტვოსის უნივერსიტეტი
პარტია „მომენტუმის მოძრაობა“ (2016-დან)
შვილ(ებ)ი 1
საიტი https://donathanna.hu

ანა ჯულია დონატი (დ. 1987 წლის 6 აპრილი) — უნგრელი პოლიტიკოსი. 2019 წლის ევროსაპარლამენტო არჩევნებში, იგი აირჩიეს „მომენტუმის მოძრაობის“ წარმომადგენლად (ევროპული განახლების ჯგუფის წევრი) ევროპარლამენტში. დონატი იყო პარტიის ლიდერი 2021 წლის 21 ნოემბრიდან 2022 წლის 29 მაისამდე.

ადრეული ცხოვრება და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა დონატი დაიბადა 1987 წლის 6 აპრილს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ლასლო დონატისა და ილდიკო მუნტაგის ოჯახში.[1] იგი სამიდან ყველაზე ახალგაზრდა დედმამიშვილია. მამამისი ლასლო დონატი არის ყოფილი მღვდელი და პარლამენტის ყოფილი წევრი უნგრეთის სოციალისტური პარტიიდან.[2] მამამისის მხრიდან დიდი ბაბუა, ფერენც დონატი არის ებრაული წარმოშობის იურისტი, რომელიც 1956 წლის უნგრული რევოლუციის დროს იყო სოციალისტური მშრომელთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის ერთ-ერთი მდივანი.[2][3][4][5]

ანა დონატიმ დაწყებითი განათლება მიიღო ვერეს პიტერის უმაღლეს სკოლაში, რომელიც მდებარეობს ბუდაპეშტის ბექასმეგიერის რაიონში.[6] იგი სწავლობდა სოციოლოგიას ბუდაპეშტის ლორანდ ეოტვოსის უნივერსიტეტში, ხოლო მიგრაციას და ეთნიკურ კვლევებს – ამსტერდამის უნივერსიტეტში.[7] სწავლის დასრულების შემდეგ, დონატმა დაასრულა სტაჟირება ევროკომისიაში, სანამ დაბრუნდებოდა უნგრეთში, რათა გამხდარიყო პროექტის მენეჯერი მენედეკში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციაში.[3][7] 2016 წელს, იგი შეუერთდა „მომენტუმის მოძრაობას“ და 2018 წლის ივნისში ვიცე-პრეზიდენტი გახდა.[8][9] 2018 წლის უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში დონატი იყო ცენტრისტული პარტიის კანდიდატი.[10] პარტიას არ მოუგია არცერთი ადგილი არჩევნებში.[11]

2018 წლის დეკემბერში, ანა დონატმა მონაწილეობა მიიღო საპროტესტო აქციაში უნგრეთის მთავრობის მიერ მიღებული ახალი შრომითი კანონის წინააღმდეგ. კანონმა გაზარდა წლიური ზეგანაკვეთური სამუშაო 250-დან 400 საათამდე და საშუალება მისცა ბიზნესკომპანიებს ერთის ნაცვლად სამი წელიწადის განმავლობაში აენაზღაურებინათ ზეგანაკვეთური სამუშაო მშრომელთათვის. ოპონენტებმა ამის გამო კანონს უწოდეს „მონური კანონი“.[12] დონატი დააკავეს საპროტესტო აქციაზე და, მოგვიანებით, გაათავისუფლეს.[13]

ევროპარლამენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა დონატი წარდგენილი იყო „მომენტუმის მოძრაობის“ კანდიდატად 2019 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში. იგი იყო რიგით მეორე პარტიულ სიაში და აირჩიეს პარლამენტის ერთ-ერთ წევრად (კატალინ ჩეხთან ერთად) უნგრეთში.[14][15] დონატი წარმოადგენს საკუთარი ოჯახის მესამე თაობას, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში იყო ჩართული (მამამისის და დიდი ბაბუის შემდეგ).[16]

ანა დონატი არის ევროპული განახლების პარტიული ჯგუფის წევრი ევროპარლამენტში.[1] იგი მუშაობს სამოქალაქო თავისუფლებების, სამართლისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში. ამ კონტექსტში, იგი, ასევე, არის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების მონიტორინგის ჯგუფის წევრი. 2022 წელს, იგი შეუერთდა საგამოძიებო კომიტეტს, პეგასუსის და მისი ექვივალენტური სათვალთვალო ჯაშუშური პროგრამების გამოყენების გამოსაძიებლად.[17][18]

საკომიტეტო საქმიანობის გარდა, დონატი არის ალბანეთევროკავშირის სტაბილიზაციისა და ასოციაციის საპარლამენტო კომიტეტის დელეგაციის,[1] რელიგიის თავისუფლებისა და რელიგიური შემწყნარებლობის,[19] და ევროპარლამენტის ჯგუფთაშორისი ლგბტ უფლებების წევრი.[20]

პარლამენტში წევრად არჩევის შემდეგ, 2018 წლის დეკემბრის საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო, ანა დონატმა პროკურატურისგან იმუნიტეტი მოიპოვა, თუმცა დონატმა უარი განაცხადა იმუნიტეტით სარგებლობაზე 2019 წლის 29 მაისს.[21]

ანა დონატი აირჩიეს „მომენტუმის მოძრაობის“ ლიდერად 2021 წლის 21 ნოემბერს. მან მოიპოვა ხმების 56.6%, დაამარცხა ანა ოროსი (28.9%) და გაბორ ჰოლაი (14.5%).[22] 2022 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ოპოზიციურმა ალიანსმა „ერთობა უნგრეთისთვის“, რომელთა შორის იყო „მომენტუმის მოძრაობა“, მძიმე მარცხი განიცადა. 2022 წლის 9 მაისს დონატმა განაცხადა, რომ იგი იყო ორსულად და აღარ მიიღებდა მონაწილეობას ახალ პარტიულ არჩევნებში. მისი მემკვიდრე გახდა ფერენც გელენცერი.[23]

აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 დეკემბერში, ანა დონატმა მიიღო ჯილდო The Parliament Magazine-ის ყოველწლიურ MEP Awards-ზე სოციალური მედიის საუკეთესო მოხმარებისთვის.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Anna Júlia Donáth. European Parliament. ციტირების თარიღი: 25 August 2019
  2. 2.0 2.1 Donáth László. National Assembly (Hungary). ციტირების თარიღი: 27 August 2019
  3. 3.0 3.1 McLaughlin, Daniel (24 December 2018). „New generation taps Hungary's protest tradition to take on Orbán“. The Irish Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 December 2018. ციტირების თარიღი: 25 August 2019.
  4. Ferenc Donath. Garden of the Righteous Worldwide. ციტირების თარიღი: 27 August 2019
  5. The Revolt in Hungary (PDF). Central Intelligence Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 აგვისტო 2019. ციტირების თარიღი: 27 August 2019
  6. 1997–2005 b. Veres Péter High School. ციტირების თარიღი: 27 August 2019
  7. 7.0 7.1 We are Europe (PDF). Union of European Federalists. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 აგვისტო 2019. ციტირების თარიღი: 27 August 2019
  8. 'Hirtelen találtam egy közösséget' – teltházas bemutatkozót tartott a Momentum hu. Szeretlek Magyarország (22 January 2017). ციტირების თარიღი: 27 August 2019
  9. Domschitz, Mátyás. (14 June 2018) Női alelnöke lett a Momentumnak hu. Index (Hungarian website). ციტირების თარიღი: 27 August 2019
  10. Budapest főváros 10.számú egyéni választókerület (Budapest III. kerület) eredménye hu. National Election Office (8 April 2018). ციტირების თარიღი: 27 August 2019
  11. Mortimer, Caroline. (21 June 2019) Hungarian political party offers punching bags for Budapest residents as part of election campaign. Euronews. ციტირების თარიღი: 27 August 2019
  12. Karasz, Palko; Kingsley, Patrick (22 December 2018). „What Is Hungary's 'Slave Law,' and Why Has It Provoked Opposition?“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 May 2019. ციტირების თარიღი: 25 August 2019.
  13. Hopkins, Valerie (21 December 2018). „Women in Hungary lead charge in pushback against Orban“. Financial Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 August 2019. ციტირების თარიღი: 25 August 2019.
  14. Juli, Boros. (22 December 2018) Két női listavezetővel indul az EP-választáson a Momentum hu. 444. ციტირების თარიღი: 25 August 2019
  15. Oltermann, Philip; Walker, Shaun; Giuffrida, Angela (27 May 2019). „An NBA star, a TV chef and a comedian: meet some of the new MEPs“. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 September 2019. ციტირების თარიღი: 25 August 2019.
  16. Cseri, Péter. (2 May 2019) Donáth László és Donáth Anna: A mi családunkban nem armageddon, ha bevisznek a rendőrök hu. 168 Óra. ციტირების თარიღი: 31 August 2019
  17. Members of the Committee of Inquiry to investigate the use of Pegasus and equivalent surveillance spyware. European Parliament.
  18. Parliament names MEPs to sit on three new committees European Parliament, press release of 24 March 2022.
  19. Intergroup on Freedom of Religion or Belief and Religious Tolerance. European Parliament.
  20. Members. Members European Parliament Intergroup on LGBTI Rights.. ციტირების თარიღი: 2022.
  21. „Lemond mentelmi jogáról Donáth Anna“. Heti Világgazdaság (უნგრული). 30 May 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 September 2019. ციტირების თარიღი: 25 August 2019.
  22. Cseke, Balázs. (2021-11-21) Donáth Annát választották a Momentum új elnökének hu. ციტირების თარიღი: 2021-11-21
  23. Donáth Confirms Pregnancy, Won’t Run for Momentum Presidency Again (2022-05-09). ციტირების თარიღი: 2022-05-29