ამო (ირაკლი ჩარკვიანის ალბომი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამო
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 2001
ლეიბლი Geo Records
ირაკლი ჩარკვიანი — ქრონოლოგია
აფრენ
(1997)
ამო
(2001)
სავსე
(2004)

ამოირაკლი ჩარკვიანის სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 2001 წლის 12 დეკემბერს. ეს არის მუსიკოსის რიგით მესამე სტუდიური ალბომი.

ინფორმაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომი ერთი წლის მანძილზე იწერებოდა, თუმცა სიმღერები „საქართველო“ და „უსაფრთხოება“ უფრო ადრე შეიქმნა.

დისკი მეტწილად როკ-მუსიკის ელემენტებს ატარებს, თუმცა ელექტრონული რითმებიც ახასიათებს. ირაკლი ჩარკვიანის თქმით, ეს იყო მისი ყველაზე კონცეპტუალური ალბომი, სადაც აისახა თანამედროვე რეალობა.

ალბომის გარეკანის დიზაინი ეკუთვნის ირაკლის შვილ მაქსიმე ჩარკვიანს, ხოლო გარეკანზე გამოტანილი ფოტოსურათი 1912 წელს უცნობი ფოტოგრაფის მიერ არის გადაღებული.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველო
  2. ამო (მზეო)
  3. ამო
  4. ერთად
  5. ბუია
  6. სექსი
  7. ორღანი 78
  8. დისკო
  9. ისტორიას
  10. როგორც ჩანს
  11. ჭერს
  12. უსაფრთხოება
  13. წყალს

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]