ირაკლი ჩარკვიანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ირაკლი ჩარკვიანი
Mefe.jpg
ირაკლი ჩარკვიანი, უკანასკნელ წლებში ჩამოყალიბებული იმიჯით
ბიოგრაფია
მეტსახელი მეფე
დაბ. თარიღი 19 ნოემბერი, 1961
წარმოშობა თბილისი, საქართველო
გარდ. თარიღი 24 თებერვალი, 2006
ჟანრ(ებ)ი სხვადასხვა ჟანრი (უკანასკნელ წლებში - ელექტრონული მუსიკა/ჰიპ-ჰოპი/როკი)
საქმიანობა მუსიკოსი
აქტიური 19762006

ირაკლი ჩარკვიანი (დ. 19 ნოემბერი, 1961 — გ. 24 თებერვალი, 2006) — ქართველი მუსიკოსი, პოეტი და წიგნის ავტორი, მოღვაწეობის უკანასკნელ წლებში ცნობილი იყო ფსევდონიმით „მეფე“.

მუსიკალური კარიერა[რედაქტირება]

ირაკლი ჩარკვიანის მუსიკალური მოღვაწეობა დაიწყო 1976 წელს, ჯგუფ „არიშთან“ ერთად. მუსიკოსის შემდეგი ჯგუფი იყო ნაკლებად ცნობილი, ინდი ჟანრის კოლექტივი „ტაქსი“, რომელშიც აგრეთვე უკრავდნენ დადა დადიანი, ბიჭიკო ოსიპოვი და კახა კიკაბიძე. ალბომის „ტაქსი“ (1988) გამოცემის შემდეგ მსმენელებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს მათი მუსიკის მიმართ.

„ტაქსის“ წარმატების პიკი იყო 90-იანების დასაწყისი. ამ პერიოდში ჩატარებული ყველაზე ცნობილი კონცერტებიდან აღსანიშნავია თბილისის ფილარმონიასა და ქუთაისში, ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრში მოწყობილი კონცერტები.

ირაკლის მონაწილეობით შემდგარი სხვა პროექტები იყო: ელეტრონულ-ალტერნატიული ჯგუფი Children's Medicine (საბავშვო მედიცინა) (1991-1992); Daira (1997) — პროექტი, რომელიც ლივერპულში მოქმედებდა და რომელშიც მონაწილეობდნენ ირაკლი და დადა დადიანი.

ირაკლის პირველი სოლო-გამოჩენის მაუწყებელი იყო სიმღერა „War is Over“. მისი პირველი სოლო-დისკი, Svan Songs ჩაიწერა და გამოიცა 1993 წელს (გერმანია). ეს მნიშვნელოვანი სოლო-დებიუტი იყო და დღემდე ითვლება 90-იანებში ჩაწერილი ქართულენოვანი ალტერნატიული დისკების ერთ-ერთ მთავარ ნიმუშად.

1994-1995 წლებში ირაკლი მუშაობდა მუსიკაზე კინოფილმისთვის ორფეოსის სიკვდილი.

1997 წელს გამოიცა მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომი აფრენ. 1999 წელს გამოჩნდა სიმღერა „საქართველო“, 2000 წელს შემდეგი დამოუკიდებელი სიმღერა „უსაფრთხოება“. ირაკლის მორიგი სტუდიური დისკი ამო გამოჩნდა 2001 წელს. ეს ალბომი ცნობილია სიმღერებით „სექსი“ და „ორგანი'78“ (აგრეთვე გადაღებული იქნა მუსიკალური ვიდეოები ამ და ალბომის სხვა სიმღერებზე).

2004 წელს გამოჩნდა ალბომი სავსე, რომელიც დაემთხვა ირაკლის შემოქმედების თაყვანისმცემელთა ახალი ტალღის გამოჩენას. ამ დისკიდან ყველაზე ცნობილი სიმღერებია „ვიცი რომ“, „აქ ხარ“ და „ნანასი“. ეს პერიოდი აგრეთვე გამოირჩევა ირაკლის შემოქმედებითი აქტიურობით — შინაურ სტუდიაში იგი მუშაობდა ბევრ ახალ სიმღერაზე და, პარალელურად, საკმაოდ ხშირად იღებდა ახალ ვიდეოკლიპებს საკუთარ სიმღერებზე. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდიდან მან საკუთარ ფსევდონიმად „მეფე“ აირჩია.

2006 24 თებერვალს მუსიკოსი გარდაიცვალა საკუთარ სახლში. მოგვიანებით, 2007 წელს, სპეციალური ალბომი მის ხსოვნას მიუძღვნეს ცნობილმა მუსიკოსებმა: ჯგუფებმა „33ა“, „მწვანე ოთახმა“, „Outsider“, „ვაკის პარკმა“, „The Young Georgian Lolitaz“, „ზუმბა“ და სხვა შემსრულებლებმა. დისკს ქაღალდის გემი - Tribute ალბომი ეწოდება.

მოგვიანებით შეგროვებული იქნა მუსიკოსის სიცოცხლეში ჩაწერილი უკანასკნელი მუსიკალური მასალა და გამოიცა მისი ბოლო სტუდიური ალბომი „ძირს მეფე“. შემდგომში მსგავსი სახით გამოჩნდა გამოუცემელი მასალის კიდევ ერთი კრებული, თეთრი ღმერთი.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

სოლო-ალბომები[რედაქტირება]

ჯგუფი „ტაქსი“[რედაქტირება]

სხვა ჯგუფები[რედაქტირება]

სხვა ალბომები[რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება]

  • ძველი სათამაშოები (მოთხრობების კრებული, 1989)
  • მშვიდი ცურვა: ავტორომანი (2006)
  • მეფე ირაკლის ლექსები (2008)
  • საავტორო სვეტები; ინტერვიუები (2011)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]