ქაღალდის გემი - Tribute ალბომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქაღალდის გემი
სტუდიური ალბომი ირაკლი ჩარკვიანისადმი
სხვადასხვა
გამოცემის თარიღი 2007
ჩაიწერა 2007
პროდიუსერი გიორგი ასანიშვილი

ქაღალდის გემი - Tribute ალბომიირაკლი ჩარკვიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ალბომი, რომელიც სხვადასხვა მუსიკოსმა ერთად ჩაწერა.

ალბომის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღო ხუთმა ჯგუფმა და თოთხმეტმა სოლო შემსრულებელმა. აღსანიშნავია, რომ დისკზე წარმოდგენილი ყველა სიმღერა შეესაბამება ამა თუ იმ მუსიკოსისათვის დამახასიათებელ მუსიკალურ სტილს – მაგალითად, ლექსენმა ირაკლის სიმღერა „შავი ფერი“ რეპის სტილით წარმოადგინა, ჯგუფმა Young Georgian Lolitaz სიმღერა „Wooden Monkey“ – ტრადიციული ალტერნატიული როკის სტილისტიკით გამოიტანა და ა.შ.

ალბომის ანოტაციაში წერია:

ვიკიციტატა
„დიდი მადლობა ირაკლი ჩარკვიანს მაგარი სიმღერებისთვის. ასევე ყველას, ვინც უანგაროდ დაგვეხმარა ამ ალბომის ჩაწერასა და გამოშვებაში.“

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ვიცი რომ (უცნობი)
  2. ქაღალდის გემი (ბაკურ ბურდული)
  3. თბილისო (ქეთათო და მწვანე ოთახი)
  4. შავი ფერი (ლექსენი)
  5. ისტორიას დარჩება (ზუმბა)
  6. მოგიტან წყალს (გოგი ძოძუაშვილი)
  7. გვარდია (ვაკის პარკი)
  8. ნანასი (გიგა მიქაბერიძე)
  9. სექსი (ჟორა)
  10. შავი ზღვა (პანჩო)
  11. Silent Swim (ნიკა მაჩაიძე)
  12. Wooden Monkey (Young Georgian Lolitaz)
  13. ერთად (მწვანე ოთახი)
  14. მოგიტან წყალს (სერგი გვარჯალაძე)
  15. მოდი აქ (Outsider)
  16. Love is all (პეჩო)
  17. მიძღვნა (ბიგ თიკო)*
  18. Cowboy (ზაზა მარჯანიშვილი)
  19. მენატრება (33ა)

ალბომში შესული ყველა სიმღერის მუსიკა და ტექსტი ეკუთვნის ირაკლი ჩარკვიანს, გარდა * აღნიშნულისა.